| დავით უსუფაშვილის შეხვედრა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან, იაცეკ პროტასევიჩთან | | Print | |
| Friday, 12 July 2013 19:30 |
|
პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, იაცეკ პროტასევიჩს შეხვდა. ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები და კოაბიტაციის პროცესები განიხილეს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტში გადაწყვეტილებები ოპოზიციასთან შეთანხმებით მიიღება და უმცირესობის ლიდერთან სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე კონსულტაციებიც იმართება. ასევე აღსანიშნავია ახალი საკონსტიტუციო კომისიის შექმნის საკითხიც, რომელის მუშაობაშიც მონაწილეობას როგორც საპარლამენტო, ასევე მის გარეთ მყოფი სხვადასხვა პოლიტიკური პარტია მიიღებს. ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით შეკითხვები დაისვა. მან თავის მხრივ ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს ხელისუფლებას დახმარებაც აღუთქვა.
|
| Last Updated on Friday, 12 July 2013 19:47 |






