პარლამენტის წევრის, გუბაზ სანიკიძის პრესკონფერენცია | Print |
Friday, 12 July 2013 20:42

ქუთისის მაჟორიტარი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე „სახალხო კრების“ წევრის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. აღნიშნული განცხადება პარლამენტის წევრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, „სახალხო კრების“ წარმომადგენელმა, ზურაბ ხუბულაშვილმა ერთ-ერთ მედია გამოცემასთან ინტერვიუში დეპუტატი ბიზნესის კონტროლში დაადანაშაულა. ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, მისი დისკრედიტაციის მიზნით, მიზანმიმართული შეტევა ხორციელდება და იგი სხვა მსგავს შემთხვევებშიც მკაცრ რეაგირებას მოახდენს. 

დღესვე პარლამენტის წევრმა ჟურნალისტებს მაჟორიტარის ბიუროს მუშაობის ანგარიში კონკრეტული ციფრებით წარუდგინა.

Last Updated on Friday, 12 July 2013 20:45