სხდომის ოქმი #22

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხტა კომიტეტის სხდომის ოქმი #22

2013 წლის 26 ივნისი

სხდომის თავმჯდომარე:       გიგლა აგულაშვილი    (კომიტეტის თავმჯდომარე)

სხდომას ასევე თავმჯდომარეობდნენ:    გ. ვოლსკი და ზ. ტყემალაძე

/სხდომა ჩატარდა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისია და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან ერთად/.

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: . აგულაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე, გ. სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თ. ყაჭეიშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გ. გელაშვილი, გ. გოზალიშვილი, ვ. ლემონჯავა, დ. ლორთქიფანიძე, თ. მაისურაძე, რ. შავლოხაშვილი, ი. შერვაშიძე, ვ. ჩიტაშვილი, რ. ხალვაში.

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდა: გ. ღვინიაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ლ. ქარდავა, პ. ცისკარიშვილი.

აპარატის თანამშრომლები: . ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ე. კაპანაძე, ს. უროტაძე, ი. ქველაძე, . ქიტიაშვილი.

მოწვეული სტუმრები: პ. ზაქარეიშვილი - სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, დ. შერვაშიძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, თ. შერგელაშვილი - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, დ. სუჯაშვილი - შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი, დ. უსუფაშვილი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, გ. ვოლსკი - საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე, ზ. ტყემალაძე - საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრები და ამავე კომისიისა და კომიტეტის აპარატების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.  

დღის წესრიგი

1. ინფორმაცია - "შიდა ქართლში, საოკუპაციო საზღვრისპირის მიმდებარე სოფლებში არსებული ვითარების თაობაზე“სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციის მიმდინარეობა. 

I.                მოისმინეს:

დ. შერვაშიძის ინფორმაცია შიდა ქართლში, საოკუპაციო საზღვრისპირის მიმდებარე სოფლებში არსებული ვითარების თაობაზე, კერძოდ: სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციის მიმდინარეობაზე. მან აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს შპს ,,საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიამ“ ქართულ-ოსური კონფლიქტის მიმდებარე ზონაში განახორციელა სარწყავი არხების დანალექისაგან წმენდის და მოწესრიგების სამუშაოები, კერძოდ: ზედა რუს (138 კმ), ძლევიჯვარის (223 კმ), სალთვისის (23 კმ) და ტირიფონის (6 კმ). შეკეთდა 97 ჰიდროტექნიკური ნაგებობა. გარდა ზემო აღნიშნულისა, USAID დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს:

  • ტირიფონის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის და მასზე არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობების რეაბილიტაციას 16კმ-იან მონაკვეთზე;
  • სალთვისის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის და მასზე არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობების რეაბილიტაციას 4,6 კმ-იან მონაკვეთზე;
  • სალთვისის სარწყავი სისტემის წყლით უზრუნველსაყოფად ახალი, ალტერნატული, თვითდინებითი არხის მოწყობას, სიგრძით 8 კმ.

ასევე დაგეგმილია:

  • ზედა რუს სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის, პირველი და სხვა რიგის გამანაწილებლების და შიდასამეურნეო ქსელის რეაბილიტაცია. პროექტირება მიმდინარეობს, სამუშაოები განხორციელდება მსოფლიო ბანკის დაფინანსებით.
  • ძევერა-შერთულის  სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის, პირველი და სხვა რიგის გამანაწილებლების და შიდასამეურნეო ქსელის რეაბილიტაცია. პროექტირება დასრულებულია.
  • ტირიფონის სარწყავი სისტემის ძველი მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია. პროექტირება მიმდინარეობს.

მიზანშეწონილად მიგვაჩნია განხილულ იქნას შემდეგი საკითხები:

ქართული მხარე 2013-2014 წლებში უზრუნველყოფს:

  • ახალი სქემით სოფლების: ზარდიანთკარის, გეგუთიანთკარის და კოშკის სავარგულების მორწყვას.
  • ნადარბაზევის წყალსაცავის შესავსებად და სოფ. ორჭოსანის მიწების მოსარწყავად 6კმ  სიგრძის, 1000მმ დიამეტრის სადაწნეო მილსადენის შეცვლას და ხურვალეთის სატუმბი სადგურის მოწესრიგებას. ნადარბაზევის წყალსაცავის შევსება დამოკიდებულია ქ. ცხინვალში არსებული სათავე ნაგებობიდან ტირიფონის მაგისტრალურ არხში წყლის მიწოდებაზე.

 

/ინფორმაცია - "შიდა ქართლში, საოკუპაციო საზღვრისპირის მიმდებარე სოფლებში არსებული ვითარების თაობაზე“ (სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციის მიმდინარეობა) - ოქმს თან ერთვის/.

            აზრი გამოთქვეს:

პ. ზაქარეიშვილმა, დ. სუჯაშვილმა, შ.  მალაშხიამ, ვ. ლემონჯავამ, გ. თოფაძემ, ვ. ჩიტაშვილმა, გ. გაჩეჩილაძემ, დ. ლორთქიფანიძემ და სხვებმა.

სხდომაზე დამსწრე წევრებმა დეტალურად ისაუბრეს სარწყავი წყლით მომარაგების სისტემებზე და იმ პრობლემებზე, რაც ართულებს ინფრასტრუქტურის გამართულ მუშაობას და სოფლის მოსახლეობას ხელს უშლის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებაში. დაისვა შეკითხვები, სხდომაზე ისაუბრეს პრობლემების გამოსწორების გზებზე, გამოითქვა ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებები სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით. გიორგი ვოლსკის განცხადებით, სარწყავი წყლის სისტემების გამართული მუშაობისათვის საქართველოს ხელისუფლებამ და შესაბამისმა უწყებებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო, მაგრამ ჯერ კიდევ დგას წყალმომარაგების სისტემების შევსების საკითხი, ასევე პრობლემას წარმოადგენს შიდა დაქსელვა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ სრულიად მიტოვებულია.

1. გ. ვოლსკი: გთავაზობთ, უახლოეს მომავალში იქნებ კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ აღნიშნული პრობლემების განსახილველად. საკითხები, იდეები გვაქვს, ვითარება არის განსაკუთრებული და ამ განსაკუთრებულ ვითარებაში ყველა ერთად უნდა ვიდგეთ. სოფლის მეურნების სამინისტროს ხაზით ძალიან დიდი სამუშაოა ჩატარებული, მაგრამ შეიძლება უწყლობამ გაწეული  სამუშაო წყალში გადაყაროს. სამთავრობო კომისიას, სახელმწიფო მინისტრს და მინისტრის აპარატს, რომელიც ამის კოორდინაციას ახდენს, პრობლემა არ შეექმნებათ ჩვენგან. მზად ვართ ვითანამშრომლოთ, ასევე, უნდა ვითანამშრომლოთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რადგან მათ დიდი ინფორმაციული რესურსი აქვთ. 

გ           გადაწყვიტეს:

კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია - „შიდა ქართლში, საოკუპაციო საზღვრისპირის მიმდებარე სოფლებში არსებული ვითარების თაობაზე“ /სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციის მიმდინარეობა/.

 

   

სხდომის თავმჯდომარე:                                                                   . აგულაშვილი

  

სხდომის მდივანი:                                                                             . ქიტიაშვილი