| ოქმი #11 |
|
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2013 წლის 19 მარტის სხდომის ოქმი #11
ქ. ქუთაისი 20013 წლის 19 მარტი
სდომას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი - სხდომის თავმჯდომარე; კომიტეტის წევრები – ბიძინა გუჯაბიძე, გიორგი ჟვანია, ვიქტორ ჯაფარიძე, გია გაჩეჩილაძე, ნოდარ ებანოიძე, გიორგი ხაჩიძის ადგილმონაცვლე კობა სუბელიანი, ზურაბ ზვიადაური, დავით ჭავჭანიძე, სერგო ხაბულიანი. პარლამენტის წევრები: კარლო კოპალიანი, დავით ბერძენიშვილი, ერეკლე ტრიპოლსკი.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტის „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” I მოსმენით განხილვა.
მოისმინეს: გიორგი ცაგარეიშვილის ინფორმაცია სხდომის დღის წესრიგის თაობაზე. მან აღნიშნა, რომ „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ძირითადი მიზანია ჯავახეთის დაცული ტერიტორიების საზღვრების საბოლოო დაზუსტება და დემარკაციის შედეგების ასახვა კანონში. მთავრობა მოითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. სიტყვა გადასცა შალვა ამირეჯიბს.
მოისმინეს: შალვა ამირეჯიბის ინფორმაცია წარმოდგენილი კანონპროექტის თაობაზე. აღინიშნა, რომ „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ 2012 წელს დასრულდა ჯავახეთის დაცული ტერიტორიების (ჯავახეთის ეროვნული პარკი, კარწახის ჭაობის აღკვეთილი, სულდის ჭაობის აღკვეთილი, ხანჩალის ტბის აღკვეთილი, ბუღდაშენის ტბის აღკვეთილი და მადათაფის ტბის აღკვეთილი) საზღვრების დემარკაცია და ადგილზე გამიჯვნა, რომლის შედეგადაც ჯავახეთის დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი შემცირდა 924,41 ჰექტრით. ფართობის ასეთი შემცირება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ დემარკაციის დროს ბევრი ნაკვეთი აღმოჩნდა კერძო საკუთრებაში მიწის რეფორმის განხორციელების შემდგომ. ამასთანავე კანონპროექტის თანახმად მოხდა ტერიტორიის ჩანაცვლება, კერძოდ 17,5 ჰა ფართობი ამორიცხული იქნა ჯავახეთის ეროვნული პარკიდან და მის ნაცვლად ჩაირიცხა 17,9 ჰექტრი. აღნიშნული ფართობების ჩანაცვლება გამოწვეულია მარაბდა-კარწახის სარკინიგზო ხაზის მშენებლობით. ამასთანავე კანონპროექტით განისაზღვრა იმ სოფლების ჩამონათვალი, რომლებიც წარმოადგენენ ჯავახეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიას და სადაც განსაზღვრულია ადგილობრივი მოსახლეობის გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (კფწ) მიერ გამოყოფილი გრანტიდან განსაზღვრულია გარკვეული სოციალური პროექტების განხორციელება. კანონპროექტის პარლამენტში წარმოდგენის შემდეგ, სამინისტრომ შენიშვნის სახით წარმოადგინა შემდეგი წინადადება: იმის გათვალისწინებით, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ სარკინიგზო ხაზთან (სარკინიგზო ტრასისა და მისი სამშენებლო დერეფნით სარგებლობასთან) დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს მიერ დადებული რიგი საერთაშორისო შეთანხმებებით მათ შორის „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის „ბაქო-თბილისი-ყარსის” ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის რეალიზაციის ფარგლებში მარაბდა-თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე (კარწახი) სარკინიგზო მონაკვეთის ფინანსირების, პროექტირების, მშენებლობის, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის პირობებისა და პრინციპების შესახებ” შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 28 მარტის 4569-ს დადგენილებით (სსმ, 46, 03/04/2007) რატიფიცირებული შეთანხმება, აგრეთვე, „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის რეალიზაციის ფარგლებში მარაბდა-თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე (კარწახი) სარკინიგზო მონაკვეთის ფინანსირების, პროექტირების, მშენებლობის, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის პირობებისა და პრინციპების შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ოქმის“ რატიფიცირების შესახებ (ვებგვერდი, 110601027, 01/06/2011) საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 31 მაისის 4722 დადგენილებით რატიფიცირებული ოქმი (ვებგვერდი, 110721009, 26/07/2011) და ქართულმა მხარემ ვალდებულება იკისრა სარკინიგზო ხაზისა და შესაბამისი კომუნიკაციების მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთების გადაცემა (გამოყოფა) 2016 წლის 1 ივნისამდე „ჯავახეთის ეროვნული პარკის“ სტატუსი არ გავრცელდება ეროვნული პარკის ტერიტორიის ნაწილზე 13,2 ჰექტარზე, ვინაიდან აღნიშნული ტერიტორია დროებით ესაჭიროება მარაბდა-კარწახის სარკინიგზო ხაზის მშენებლობას საკენპინგე ადგილის და დამხმარე საავტომობილო გზისათვის. აღნიშნული შენიშვნა ასახულია წარმოდგენილ კანონპროექტში.
კითხვა დასვა: კარლო კოპალიანმა – კერძო საკუთრებაში არსებული მიწები ხომ არ ჩამოერთმევა მოსახლეობას ან თუ ჩამოერთმევა კომპენსაციები თუ გაიცემა. უპასუხა: შალვა ამირეჯიბმა – მოსახლეობა არ დაზარალდება. საზღვრების დემარკაციისა და ადგილზე გამიჯვნით, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი შემცირდა. ფართობის ასეთი შემცირება გამოწვეულია სწორედ იმ გარემოებით, რომ დემარკაციის დროს ბევრი ნაკვეთი აღმოჩნდა კერძო საკუთრებაში. კითხვა დასვა: დავით ბერძენიშვილმა – დაახლოებით რამდენი პროცენტით მცირდება ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ფართობი? A უპასუხა: შალვა ამირეჯიბმა – დაახლოებით ეს არის მთელი ფართობის ¼. ფართობის ასეთი შემცირება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ დემარკაციის დროს ბევრი ნაკვეთი აღმოჩნდა კერძო საკუთრებაში მიწის რეფორმის განხორციელების შემდგომ. ამასთანავე კანონპროექტის თანახმად მოხდა ტერიტორიის ჩანაცვლება, რომელიც გამოწვეულია მარაბდა-კარწახის სარკინიგზო ხაზის მშენებლობით. აზრი გამოთქვა: გიორგი ცაგარეიშვილმა. აღინიშნა, რომ დაცული ტერიტორიის ფართობში მოყოლილი იყო კერძო საკუთრების მიწები. რომ არ დარღვეულიყო საკუთრების უფლება, ამისათვის ამოირიცხა ეს ტერიტორიები და სანაცვლოდ დაემატა ახალი ფართობები.AD უპასუხა: შალვა ამირეჯიბმა – ტერიტორიის ნაწილი ამოირიცხა ეროვნული პარკის ტერიტორიიდან. რაც შეეხება კემპინგს, ის განთავსდება გვირაბთან ახლოს, სადაც არის მისასვლელი გზები. რადგან სხვა ტერიტორიაზე მისასვლელი გზების პრობლემაა.
აზრი გამოთქვა: გიორგი ცაგარეიშვილმა. აღნიშნული კანონპროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და საჭიროა ხელის შეწყობა ამ პროექტისათვის. მთავრობა მოითხოვს მისი დაჩქარებული წესით მიღებას. იმის გათვალისწინებით, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ სარკინიგზო ხაზთან (სარკინიგზო ტრასისა და მისი სამშენებლო დერეფნით სარგებლობასთან) დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს მიერ დადებული რიგი საერთაშორისო შეთანხმებებით, ქართულმა მხარემ ვალდებულება იკისრა სარკინიგზო ხაზისა და შესაბამისი კომუნიკაციების მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთების გადაცემა (გამოყოფა) 2016 წლის 1 ივნისამდე. „ჯავახეთის ეროვნული პარკის“ სტატუსი არ გავრცელდება ეროვნული პარკის ტერიტორიის ნაწილზე 13,2 ჰექტარზე, ვინაიდან აღნიშნული ტერიტორია დროებით ესაჭიროება მარაბდა-კარწახის სარკინიგზო ხაზის მშენებლობას საკენპინგე ადგილის და დამხმარე საავტომობილო გზისათვის.
გადაწყვიტეს: (ერთხმად) მიზანშეწონილად განისაზღვრა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად წარდგენა I მოსმენით.
სხდომის მდივანი მანანა მოსიძე |






