ოქმი # 10

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის

2013 წლის 13 მარტის სხდომის

ოქმი # 10

 

ქ. ქუთაისი 2013 წლის 13 მარტი

 

სხდომას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი - სხდომის თავმჯდომარე; ბიძინა გუჯაბიძე - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; კომიტეტის წევრები: გიორგი ჟვანია, გია გაჩეჩილაძის ადგილმონაცვლე თამაზ მეჭიაური, ზურაბ ზვიადაური, ვიქტორ ჯაფარიძის ადგილმონაცვლე ომარ ნიშნიანიძე, ნოდარ ებანოიძის ადგილმონაცვლე მალხაზ წერეთელი, გიორგი ხაჩიძის ადგილმონაცვლე გიორგი თავდორაძე, დავით ჭავჭანიძე, სერგო ხაბულიანი; გარემოს დაცვის სამინისტროს საპარლამენტო მდივანი შალვა ამირეჯიბი, ამავე სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი მაია ბითაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ ქუთაისის ოფისის წევრი ხვიჩა ვაშაყმაძე; საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების ქუთაისის ოფისის წევრი თემურ კეპულაძე; კომიტეტის აპარატის უფროსი ნანა თალაკვაძე, აპარატის წამყვანი სპეციალისტები ფიქრია რობაქიძე - სხდომის მდივანი, მანანა მოსიძე და ელისო შანავა, აპარატის მთავარი სპეციალისტი ნანა გოგიტიძე - სხდომის მდივანი.

 

დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტების „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე,“ „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, “ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. (#07-2/25, 14.01.2013) მეორე მოსმენით განხილვა.


მოისმინეს: გიორგი ცაგარეიშვილის - ინფორმაცია სხდომის დღის წესრიგის თაობაზე. აღინიშნა, რომ სხდომაზე განიხილება 47 კანონპროექტი, რომელთა ავტორია გარემოს დაცვის სამინისტრო, ხოლო ინიციატორი საქართველოს მთავრობა. გამოითქვა იმედი, რომ მიმდინარე წლის აპრილში დასრულდება გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაცია და იგი უფრო გაძლიერებულ სტრუქტურად წარმოდგება. კანონპროექტთა განხილვის პროცესში სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, სამთავრობო სტრუქტურებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შემოსული იყო შენიშვნები და წინადადებები, რომელთა უმრავლესობა გარემოს დაცვის სამინისტრომ გაითვალისწინა კპ-თა პაკეტის პირველი მოსმენით განხილვისას.

I

მოისმინეს: შალვა ამირეჯიბის ინფორმაცია კანონპროექტის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შესახებ. აღინიშნა, რომ მოქმედ კანონში შეტანილი ცვლილებები ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა და ამდენად, შენიშვნები ძირითადად რედაქციულ ხასიათს ატარებენ. წარმოდგენილი შენიშვნებისა და წინადადებების უმრავლესობა გათვალისწინებულ იქნა სამინისტროს მიერ, ნაწილზე კი უარი ითქვა შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე. (იხ. დანართი)

აზრი გამოთქვა: მაია ბითაძემ - არაერთმა ორგანიზაციამ გამოთქვა უკმაყოფილება კპ-ზე თანდართულ განმარტებით ბარათებში მოყვანილი ინფორმაციის სიმწირის გამო. კპ-თა პაკეტის პარლამენტში მე-2 მოსმენით წარსადგენად მომზადების პროცესში სამინისტრომ ეს ხარვეზი გამოასწორა.

II

მოისმინეს: გია ცაგარეიშვილის ინფორმაცია კანონპროექტის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. მოქმედ კოდექსში ცვლილებების შეტანით გაუქმდა ზოგიერთი არსებული და შემოტანილ იქნა ახალი ნორმები. საერთოდ, ჩემი აზრით, საჭიროა ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შემუშავება/მიღება, თუმცა ეს მომავლის საქმეა, ამჯერად კი გასათვალისწინებელია შემოსული შენიშვნები.

აზრი გამოთქვა: შალვა ამირეჯიბმა - სამინისტრომ მიზანშეწონილად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის შენიშვნის გათალისწინება, რომელიც ეხებოდა ისეთი ნორმის ამოღებას, როგორიცაა „გაფრთხილება“.

აზრი გამოთქვა: გია ცაგარეიშვილმა - ისეთი ნორმის შემოღებამ, როგორიცაა „გაფრთხილება“ უდიდესი ზიანი მიაყენა ტყეს. ვინაიდან ეს ნორმა პრაქტიკულად ქმნიდა დაუსჯელობის სინდრომს. ჩვენ ახალი ინკვიზიციური ნორმების შემოღების მომხრენი არა ვართ, თუმცა ტყეებში უნდა აღდგეს სახელმწიფოებრივი წესრიგი და ჩვენ ამას მივაღწევთ.

აზრი გამოთქვა: შალვა ამირეჯიბმა - კპ-თან დაკავშირებით სხვა უწყებებიდან შემოსული შენიშვნებისა და წინადადებების ნაწილი ასევე გათვალისწინებულია, ასევე, ვისარგებლეთ შემთხვევით და შემოვიღეთ ნორმები იმ დანაშულისთვის, რომელთა არარსებობა ხელს უშლიდა გარემოს დაცვის სფეროს სრულფასოვან რეგულირებას. (იხ. დანართი).

III

მოისმინეს: გია ცაგარეიშვილის ინფორმაცია კანონპროექტის „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. აღინიშნა, რომ კანონპროექტის განხილვის პროცესში შენიშვნები და წინადადებები არ წარმოდგენილა.

IV

მოისმინეს: გია ცაგარეიშვილის ინფორმაცია კანონპროექტის `კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. აღინიშნა, რომ კანონპროექტის განხილვის პროცესში შენიშვნები და წინადადებები არ წარმოდგენილა.

V

მოისმინეს: გია ცაგარეიშვილის ინფორმაცია კანონპროექტის „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. აღინიშნა, რომ კანონპროექტის განხილვის პროცესში შენიშვნები და წინადადებები წარმოადგინა გარემოს დაცვის სამინისტრომ და ორგანიზაციამ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრებმა. აქაც მიღწეულ იქნა შეთანხმება შენიშვნებისა ნაწილის გათვალისწინების თაობაზე (იხ. დანართი).

კითხვა დასვა: ბიძინა გუჯაბიძემ - იმ მუხლში სადაც ჩამოყალიბებულია სამინისტროს ფუნქციები, ზოგან გიწერიათ მართვა, ზოგან ორგანიზება. მაგ. სამინისტროს მიერ „მონიტორინგის ორგანიზება“.

უპასუხა: მაია ბითაძემ - პრობლემა იმაშია, რომ გარკვეულ სფეროებში სამინისტრო თავის კომპეტენციას უნაწილებს სხვა სტრუქტურებს და ამდენად უფრო სწორად მიგვაჩნია სიტყვა „ორგანიზების“ ჩაწერა. იქ სადაც სამინისტრო მთლიანად ვალდებულია შეასრულოს ესა თუ ის ფუნქცია, ვიყენებთ სიტყვა „მართვას“.

VI

მოისმინეს: გია ცაგარეიშვილის ინფორმაცია კანონპროექტის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. აღინიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ შენიშვნების ნაწილი გათვალისწინებულ იქნა. ნაწილი შენიშვნებისა აისახება ახალ კანონში „დაცული ტერიტორიების აიატემის შესახებ“, რომელზედაც მუშაობს გარემოს დაცვის სამინისტრო.

აზრი გამოთქვა: მაია ბითაძემ - შენიშვნებისა და წინადადებების განხილვის პროცესში ჩვენ შეხვედრები გვქონდა არაერთ ორგანიზაციასთან. მათ შორის მწვანე ალტერნატივასთან. დღეს მოქმედ კანონში ბევრი პრობლემატური საკითხია, რომელიც ხელახალ ფორმულირებას მოითხოვს. მათ შორის ისეთი მტკივნეული საკითხი, როგორიცაა დაცული ტერიტორიების ფართობის შემცირების ან სულაც მისი გაუქმების საკითხი. ჩვენ შეხვედრები გვქონდა დონორ ორგანიზაციებთან და შევთანხმდით, რომ ეს სფერო სამომავლოდ სრულყოფილად უნდა დარეგულირდეს. ეს ასევე ეხება საზოგადოების მონაწილეობას დაცული ტერიტორიების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

კითხვა დასვა: ბიძინა გიჯაბიძემ – როგორ ფიქრობთ, რომელ კანონში შეიძლება უნიფიცირებულად ჩავდოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის ულება და თუნდაც ვალდებულება და არა მარტო გარემოს დაცვის სფეროში?

უპასუხა: მაია ბითაძემ - ჩვენ გაგვაჩნია საერთაშორისო ვალდებულებები, კერძოდ, ვართ ორჰუსის კონვენციის წევრი ქვეყანა და უნდა ვუზრუნველყოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა. ჩვენ ამაზე ვფიქრობთ და დავიწყეთ კიდევაც მოძრაობა ამ მიმართულებით. ეს ეხება გარემოს დაცვის სფეროს. რაც შეეხება სხვა სფეროებს, აქ შესაძლებელია ჩვენი რეკომენდაციების მიწოდება.

VII

მოისმინეს: გია ცაგარეიშვილის ინფორმაცია კანონპროექტების „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შესახებ. აღინიშნა, რომ კანონპროექტების განხილვის პროცესში შენიშვნები და წინადადებები არ წარმოდგენილა.

აზრი გამოთქვა: გიორგი ჟვანიამ- წყლის აღებაზე და ჩაშვებაზე ლიცენზიები გათვალიწინებული უნდა იყოს გარდამავალ დებულებებში.

აზრი გამოთქვა: გია ცაგარეიშვილმა- წყალსარგებლობის ნებართვა უნდა არსებობდეს, ლიცენზიებისა და ნებართვების კანონში უნდა შვიტანოთ ცვლილება .

გადაწყვიტეს: მიზანშეწონილად განისაზღვროს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმნოდგენილი კანონის პროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად წარდგენა.


სხდომის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი


სხდომის მდივანი ფიქრია რობაქიძე