|
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2013 წლის 22 მარტის სხდომის
ოქმი #13
ქ. ქუთაისი 20013 წლის 22 მარტი
სხდომას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი - სხდომის თავმჯდომარე; კომიტეტის წევრები – ბიძინა გუჯაბიძე, გიორგი ჟვანია, ვიქტორ ჯაფარიძე, გია გაჩეჩილაძე, ნოდარ ებანოიძე, ზურაბ ზვიადაური, დავით ჭავჭანიძე, სერგო ხაბულიანის ადგილმონაცვლე გიორგი გოზალიშვილი. საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე შალვა ამირეჯიბი; ამავე სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი მაია ბითაძე. კომიტეტის აპარატის უფროსი ნანა თალაკვაძე, აპარატის წამყვანი სპეციალისტი მანანა მოსიძე – სხდომის მდივანი. აპარატის წამყვანი სპეციალისტები ფიქრია რობაქიძე, ელისო შანავა.
დღის წესრიგი: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტის „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” III მოსმენით განხილვა. მოისმინეს: გიორგი ცაგარეიშვილის ინფორმაცია სხდომის დღის წესრიგის თაობაზე. მან აღნიშნა, რომ „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ძირითადი მიზანია ჯავახეთის დაცული ტერიტორიების საზღვრების საბოლოო დაზუსტება და დემარკაციის შედეგების ასახვა კანონში. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოთქმული იყო შენიშვნა, რომელიც ეხება კანონპროექტის პირველი მუხლის მე-5 პუნქტს, კერძოდ დაზუსტდეს ტერიტორიის დროებით სარგებლობაში გადაცემის ვადა (ამოღებულ იქნას სიტყვები ,,კანონის ძალაში შესვლიდან“). ეს შენიშვნა გასათვალისწინებელია. მთავრობა მოითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. სიტყვა გადასცა შალვა ამირეჯიბს. მოისმინეს: შალვა ამირეჯიბის ინფორმაცია წარმოდგენილი კანონპროექტის თაობაზე. აღინიშნა, რომ „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ 2012 წელს დასრულდა ჯავახეთის დაცული ტერიტორიების (ჯავახეთის ეროვნული პარკი, კარწახის ჭაობის აღკვეთილი, სულდის ჭაობის აღკვეთილი, ხანჩალის ტბის აღკვეთილი, ბუღდაშენის ტბის აღკვეთილი და მადათაფის ტბის აღკვეთილი) საზღვრების დემარკაცია და ადგილზე გამიჯვნა, რომლის შედეგადაც ჯავახეთის დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი შემცირდა 924,41 ჰექტრით. ფართობის ასეთი შემცირება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ დემარკაციის დროს ბევრი ნაკვეთი აღმოჩნდა კერძო საკუთრებაში მიწის რეფორმის განხორციელების შემდგომ. ამასთანავე კანონპროექტის თანახმად მოხდა ტერიტორიის ჩანაცვლება, კერძოდ 17,5 ჰა ფართობი ამორიცხული იქნა ჯავახეთის ეროვნული პარკიდან და მის ნაცვლად ჩაირიცხა 17,9 ჰექტრი. აღნიშნული ფართობების ჩანაცვლება გამოწვეულია მარაბდა-კარწახის სარკინიგზო ხაზის მშენებლობით. კანონპროექტის II მოსმენით განხილვის შემდეგ, გამოითქვა შენიშვნა, რომელიც ეხება კანონპროექტის პირველი მუხლის მე-5 პუნქტს, კერძოდ უნდა დაზუსტდეს ტერიტორიის დროებით სარგებლობაში გადაცემის ვადა (ამოღებულ იქნას სიტყვები "კანონის ძალაში შესვლიდან“). აღნიშნული შენიშვნა ასახულია წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი მუხლის მე-5 პუნქტში. გადაწყვიტეს: (ერთხმად) მიზანშეწონილად განისაზღვრა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად წარდგენა III მოსმენით.
სხდომის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი
სხდომის მდივანი მანანა მოსიძე
|