|
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ოქმი # 16
ქ. ქუთაისის სხდომათა დარბაზი #307
დღის წესრიგი: 1. საქართველოს პარლამენტის წევრის გ. ცაგარეიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/55, 27.03.13) (I მოსმენა ).
მოისმინეს: გიორგი ცაგარეიშვილის-ინფორმაცია, და აღნიშნა რომ კანონის პროექტის მიზანია რედაქციული ხარვეზის აღმოფხვრა და შესაბამისად კანონის ცალკეულ დებულებათა დაზუსტება. ცვლილება შედის ,,საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ, ძირითადი კანონის 93-ე მუხლის მე-2 პუნქტში. კერძოდ, ცვლილების თანახმად, თვითმმართველი ერთეულისა და კერძო საკუთრების ტერიტორიებზე არსებული ხე-მცენარეებიდან მიღებული მერქნული რესურსის ტრანსპორტირებისა და პირველადი გადამუშავების მიზნით, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტს გასცემს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი ორგანო, ნაცვლად ადგილობრივი თვითმართველი ერთეულისა. კერძოდ, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტს შემდგომში გასცემს - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს - სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის სატყეო სააგენტო. რაც შეეხება საქონლის (მერქნული რესურსის) ადგილწარმოშობის ცნობას, იგი გაიცემა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ ’’ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის ’’ზ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად.
გადაწყვიტეს: მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული საქართველოს პარლამენტის წევრის გ. ცაგარეიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „ საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე I მოსმენით განსახილველად გატანა.
|






