საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის

2013 წლის 29 მაისის სხდომის

ოქმი # 22

 

ქ. ქუთაისის სხდომათა დარბაზი #307

 

დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (I მოსმენა).
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (I მოსმენა ).

 

სდომას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი ცაგარეიშვილი (სხდომის თავმჯდომარე); თავმჯდომარი პირველი მოადგილე - ბიძინა გუჯაბიძე; თავმჯდომარის მოადგილე-გიორგი ჟვანია; კომიტეტის წევრები - გიორგი ფეიქრიშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, მალხაზ წერეთელი, ზურაბ ზვიადაური, სერგო ხაბულიანი.
კომიტეტის აპარატის უფროსი - ნანა თალაკვაძე, კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი - ფიქრია რობაქიძე (სხდომის მდივანი).

დღის წესრიგის I საკითხი


მოისმინეს: გიორგი ცაგარეიშვილი- აღნიშნა რომ დაცული ტერიტორიის კატეგორიის შეცვლით გათვალისწინებული შესაძელებელი იქნება ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიების ალპურ საძოვრებზე აქტიური მენეჯმენტის განხორციელება მათი აღდგენის მიზნით.

მოისმინეს: შალვა ამირიჯები -„თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხის და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები გამოწვეული იმ გარემოებით, რომ 2003 წელს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფართობი გაიზარდა 6127 ჰექტრით, საიდანაც 3575 ჰა წარმოადგენს ტყის ფონდის ფართობს, ხოლო 2552 ჰა - საძოვრად გამოყენებად ალპურ მდელოებს. 2003 წლის მონაცემებით ალპური საძოვრები 2009 წლის ჩათვლით გაცემული იყო იჯარით, საქართველოს კანონის „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვნის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის თანხმად :“ეს კანონი არ ვრცელდება თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში მიწათსარგებლობის სფეროში კერძო სამართლის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ ქონებრივ ურთიერთობებზე (მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვის, უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, გაცვლის, გაჩუქების, მემკვიდრეობით გადაცემის, იპოთეკისა და იჯარით გაცემის სფეროში არსებულ ურთიერთობათა ჩათვლით)“. რის გამოც იჯარის ვადის გასვლამდე ამ ტერიტორიებზე კვლავ წარმოებდა ინტენსიური ძოვება. ათეული წლების განმავლობაში აღნიშნულ მდელოებზე უსისტემო ძოვებამ გამოიწვია ეროზირებული ფართობების ზრდა. 2009 წელს, იჯარის ვადის გასვლის შემდგომ, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დასმული იქნა საკითხი ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე, კერძოდ ნინიგორის (შუაგორის) მიმდებარედ არსებულ საზაფხულო საძოვრებზე, სხვა ალტერნატიული საძოვრების არ არსებობის გამო მისცემოდათ პირუტყვის ძოვების უფლება. 2007 წელს საკონსულტაციო ფირმა “Aცტა ჩონსალტინგ”-ს მიერ ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალში ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ საძოვრების 80% დაზიანებულია და მათი მდგომარეობა შეფასებულია, როგორც „მძიმე“ და „კრიტიკული“. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები მოწმობს, რომ საძოვრების მდგომარეობა გაუარესებულია და ეროზიური პროცესები უფრო ინტენსიურია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2010 წლის 7 ოქტომბერს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში ჩატარდა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს სხდომა, სადაც განიხილეს ლაგოდეხის ნაკრძალს მიერთებული საძოვრებთან დაკავშირებული პრობლემები. საბჭომ მიიღო რეკომენდაცია: „ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე პირუტყვის ძოვებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიეცეს რეკომენდაცია, რათა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებისთვის 2003 წელს გადმოცემული 6127 ჰა ფართობიდან, ლაგოდეხის ნაკრძალზე მიერთებული რეგულარულად გამოყენებადი საძოვრების 2538 ჰა ტერიტორიას და პირუტყვის გადასარეკი ბილიკების 8 ჰა ტერიტორიას (სულ 2546 ჰა), შეეცვალოს ნაკრძალის სტატუსი და მიენიჭოს აღკვეთილის სტატუსი“, ვინაიდან ნაკრძალის სტატუსიდან გამომდინარე შეუძლებელია ფართო აღდგენითი მენეჯმენტის განხორციელება.


გადაწყვიტეს: მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული საქართველოს პარლამენტის წევრის გ.ცაგარეიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანა.


სხდომის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი


სხდომის მდივანი ფიქრია რობაქიძე