საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის

2013 წლის 31 მაისის სხდომის

ოქმი # 24

 

ქ. ქუთაისი 2013 წლის 31 მაისი

 

სხდომას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი - სხდომის თავმჯდომარე; კომიტეტის წევრები: ბიძინა გუჯაბიძე, გიორგი ჟვანია, ზურაბ ზვიადაური, სერგო ხაბულიანი, მალხაზ წერეთელი; მოწვეული სტუმრები: საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე შალვა ამირეჯიბი; კომიტეტის აპარატის უფროსი ნანა თალაკვაძე, აპარატის წამყვანი სპეციალისტი ელისო შანავა – სხდომის მდივანი.

 

დღის წესრიგი:
1. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ დაჩქარებული წესით III მოსმენით განხილვა.
2. „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგიდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენით განხილვა.

 

მოისმინეს: გიორგი ცაგარეიშვილი - ინფორმაცია დღის წესრიგის თაობაზე: აღნიშნა, რომ „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ძირითადი მიზანია ასახულ იქნეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებები.

 

მოისმინეს: შალვა ამიერჯიბის ინფორმაცია წარმოდგენილი კანონპროექტის თაობაზე. აღნიშნა, რომ „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ კანონს ემატება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებამოსილებებისა და პროცედურების მარეგულირებელი ნორმები.

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად) მიზანშეწონილად განისაზღვრა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად წარდგენა III მოსმენით.

საკითხი 2: „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგიდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენით განხილვა.


გიორგი ცაგარეიშვილი - ინფორმაცია დღის წესრიგის თაობაზე: აღნიშნა, რომ „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ძირითადი მიზანია დაცული ტერიტორიის კატეგორიის შეცვლით გათვალისწინებული შესაძლებელი იქნება ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიების ალპურ საძოვრებზე აქტიური მენეჯმენტის განხორციელება მათი აღდგენის მიზნით.

 

მოისმინეს: შალვა ამიერჯიბის ინფორმაცია წარმოდგენილი კანონპროექტის თაობაზე. აღნიშნა, რომ „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპორექტი შედგება სამი პუნქტისაგან, რომლების მიხედვითაც ხორციელდება ლაგოდეხის ნაკრძალის ფართობის შემცირება და ტერიტორიას ენიჭება აღკვეთილის კატეგორია.

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად) მიზანშეწონილად განისაზღვრა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად წარდგენა III მოსმენით.


სხდომის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი


სხდომის მდივანი ელისო შანავა