|
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ოქმი # 25
ქ. ქუთაისი 2013 წლის 12 ივნისი
სხდომას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი - სხდომის თავმჯდომარე; კომიტეტის წევრები: ბიძინა გუჯაბიძე, სერგო ხაბულიანი, მალხაზ წერეთელი, გიორგი ფეიქრიშვილი, გიორგი ხაჩიძე, დავით ჭავჭანიძე; მოწვეული სტუმრები: საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძე; მიხაელ ჰამპელი - კომპანია ჰაიდელბერგცემენტის გენერალური დირექტორი, ზაზა სადუნიშვილი - ტექნიკური დირექტორი, აკაკი ჩხაიძე - გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი, თ. ვაშაკიძე - მწვანეთა მოძრაობა „დედამიწის მეგობრები“, გ. ჟორჟოლიანი, თ. კეპულაძე კომიტეტის აპარატის უფროსი ნანა თალაკვაძე, აპარატის წამყვანი სპეციალისტი ელისო შანავა – სხდომის მდივანი.
დღის წესრიგი:
მოისმინეს: გიორგი ცაგარეიშვილი - ინფორმაცია დღის წესრიგის თაობაზე: აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილია საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
მოისმინეს: ირაკლი ხმალაძის ინფორმაცია წარმოდგენილი კანონპროექტის თაობაზე. აღნიშნა, რომ „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის მიღება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საკმაოდ განვითარდა ნარჩენების უსაფრთხო გადამუშავებისა და გამოყენების შესაძლებლობები, განსაკუთრებით ეს შეეხება სხვადასხვა საწარმო პროცესში მიღებული წიდების და ნაცრების გამოყენებას ცემენტის და ბეტონის წარმოებაში. კანონის მიზანია, ცალკეული ნარჩენების იმპორტის დაშვება საქართველოს ტერიტორიაზე.
მოისმინეს: გიორგი ხაჩიძე აინტერესებს, თუ რამ გამოიწვია ამ კანონის მიღება და მოხდება თუ არა დარჩენილი ნარჩენის გადამუშავება.
მოისმინეს: თემურ კეპულაძე - აღნიშნა, რომ ტყიბულის მაღაროებზე ინვენსტორების ინფორმაციით, როდესაც განხილვა იყო 400 მგვ. თბოელექტროსადგურის მშენებლობის, სავარაუდო პროექტით თვლიდნენ, რომ 2 მილიონ ტონამდე უნდა ავიდეს წარმადობა ტყიბულის ნახშირის. 2 მილიონიდან წარმოქმნილ წიდას სად წაიგებენ. რომელიმე ქვეყანა წაიგებს თუ რაიმე ახალ ტერიტორიებზე უნდა განთავსდეს?
მოისმინეს: ირაკლი ხმალაძე აღნიშნა, რომ ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი არის ქვეყანაში არსებული ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ათვისება. ამ კუთხით ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომლობს კერძო ინვევსტორებთან, რომლებიც ახორციელებენ ელექტროსადგურების მშენებლობას. ეს საკითხი ენერგეტიკის სამინისტროსთან დაისვა იმ კუთხით რომ პრობლემა შეიქმნა წიდას და ნაცარის იმპორტთან დაკავშირებით, რამდენადაც ეს იყო აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით. ამის შესახებ ენერგეტიკის სამინისტრომ კონსულტაცია აწარმოა გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან, სპეციალისტებთან და ექსპერტებთან და დადგინდა, რომ ეს არ არის სახიფათო ნივთიერება, არის მწვანე ნუსხის სახეობა და მიზანშეწონილად მიაჩნიათ შეტანილ იქნეს ამ კანონში ცვლილება და მოიხსნას შეზღუდვა. დაშვებულ იქნეს ამ ნივთიერებების იმპორტი და ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიაზე, რამდენადაც აღნიშნული თემა არ წარმოადგენს სახიფათოს. არ აქვს მას მავნე თვისებები.
მოისმინეს: ირაკლი ხმალაძე აღნიშნა, რომ წყაროს დივერსიფიცირება, რომ იყოს ასევე დაშვებული იმპორტი არ არის ცუდი, ეს იქნება ხელის შეწყობა იმ პირთათვის, ვინც მოახდენს ამ ნივთიერების გამოყენებას. აღნიშნული საკითხით ასევე დაინტერესებული არიან ენერგეტიკული პროექტების განმახორციელებელი სუბიექტები.
მოისმინეს: ზაზა სადუნიშვილი - რა არის მიზეზი ნარჩენის შემოტანის, როდესაც საქართველოში ბევრია გამოუყენებელი ნარჩენი.
მოისმინეს: აკაკი ჩხაიძე აღნიშნა, რომ ენგურჰესი წლების მანძილზე დგას და არავითარი ხარვეზი კოროზიამედეგობაზე არ შექმნია. ეს არის დადასტურება იმისა, რომ ქვეყანაში არსებობს რესურსი იწარმოოს ჰიდროელექტროსადგურებისთვის საჭირო შესაბამისი ცემენტი და მოხდეს სრულებით ქართული, ადგილობრივი რესურსებით მსგავსი ტიპის მშენებლობების განხირციელება. რატომ არ შეიძლება საქართველოში არსებული კომპანიების ინტერესები გაითვალისწინონ. მიუღებლად თვლის ამ ტიპის ცვლილების შეტანას კანონში. აინტერესებს, ნამდვილად გადამუშავების მიზნით იქნება შემოტანილი ნარჩენები საქართველოში?
მოისმინეს: თემურ კეპულაძე აღნიშნავს, რომ ეკოლოგიური თვალსაზრისით მიზანშეუწონლად მიჩანია ნარჩენების შემოტანა საქართველოში.
მოისმინეს: გიორგი გაჩეჩილაძე აღნიშნა, რომ არ არსებობს პასუხი, თუ რისთვის არის საჭირო ცვლილების შეტანა, როდესაც ქვეყანას აქვს უამრავი ნარჩენები და როგორც სპეციალისტები ამბობენ უკეთესი ხარისხის, რომელიც ყრია და აბინძურებს რუსთავის რეგიონს, აგრეთვე დასავლეთ საქართველოს და ქუთაისს. ცნობილია რომ მეტალურგიული ნარჩენები, როგორც წესი არის დაბალ რადიაქტიული, შეიცავს ალფა გამოსხივებას. ასეთი ტიპის ნარჩენების გამოყენება ბინათმშენებლობაში, იქ სადაც ადამიანებს აქვთ შეხება არის შეზღუდული მთელ მსოფლიოში. მისი აზრით, თემა მოუმზადებელია და მხარს არ უჭერს წარმოდგენილი ცვლილების შეტანას.
მოისმინეს: გიორგი ცაგარეიშვილი აღნიშნა, რომ საკითხის განხილვა გადაიდოს უკეთ მომზადების მიზნით.
|






