| ოქმი # 2 |
|
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ოქმი # 2
ქ. ქუთაისი 20012 წლის 23 ოქტომბერი
სხდომას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - სხდომის თავმჯდომარე; კომიტეტის წევრები – გიორგი ჟვანია, ვიქტორ ჯაფარიძე, გია გაჩეჩილაძე, ნოდარ ებანოიძე, ირაკლი ჩიქოვანი, გიორგი ხაჩიძე; ხათუნა გოგორიშვილი, დავით ჭავჭანიძე, ზურაბ ჩილინგარაშვილი; პარლამენტის წევრები კახი კალაძე და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილი; გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატი ხათუნა გოგალაძე. კომიტეტის აპარატის უფროსი ნანა თალაკვაძე, აპარატის წამყვანი სპეციალისტები ფიქრია რობაქიძე და ელისო შანავა, აპარატის მთავარი სპეციალისტი ნანა გოგიტიძე – სხდომის მდივანი.
მოისმინეს: ბიძინა გუჯაბიძის ინფორმაცია სხდომის დღის წესრიგის თაობაზე. აღინიშნა, რომ ხათუნა გოგალაძის მიერ მოხსენების დასრულების შემგომ სხდომის მონაწილეებმა დასვან შეკითხვები, რომლებსაც ერთად გაეცემა პასუხი. შიტყვა გადასცა ხათუნა გოგალაძეს
უპასუხა: ხათუნა გოგალაძემ – ვფიქრობ, უნდა გავითვალისწინოთ განვითარებული ქვეყნების გამოცდილება, სადაც ძირითადად საქმიანობების ორი ჩამონათვალი არსებობს. ერთზე პასუხისმგებელია ცენტრალური ორგანო, ხოლო მეორეზე ტერიტორიული ორგანოები. მიმაჩნია, რომ უნდა დაირღვეს ნებართვების გაცემის მკაცრად ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც პრობლემებს უქმნის სამიანობის განმახორციელებლებს.
აზრი გამოთქვა: კახი კალაძემ – ბუნებრივი რესურსების მართვა რთული სფეროა და ჯერ-ჯერობით არ ჩამოვყალიბებულვართ, თუ ვის დაექვემდებარება ეს სფერო. რაც შეეხერბა ენერგეტიკის დარგს, აქ ჩვენი პრიორიტეტებია: ენერგორესურსების ხელმისაწვდომობა, ენერგოუსაფრთხოება, ენერგოწყაროების დივერსიფიკაცია და ენერგიის ალტერნატიული წყაროების ათვისება, რაც პირადად ჩემთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ შესაძლებელი იქნება ენერგომატარებლებზე ფასების დაკლება, როსთვისაც ვთანამშრომლობთ მარეგულირებელ კომისიასთან
კითხვა დასვა: ხათუნა გოგორიშვილმა – მაქვს რამდენიმე შეკითხვა მინისტრობის კანდიდატთან და ბატონ კახი კალაძესთან: _ როგორ ფიქრობთ, რა უნდა ერქვას სამინისტროს: გარემოს დაცვის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, თუ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო?
კითხვა დასვა: ნოდარ ებანოიძემ – მრჩება შთაბეჭდილება, რომ გარემოს დაცვის ფეროში უფრო მეტია ფისკალური ეფექტი, ვიდრე გარემოსდაცვითი. მოხდება თუ არა ამის გამოსწორება? ასევე მაინტერესებს ნებართვების გაცემის პროცესის კონტროლი. მაგ.: ბორჯომ-ხარაგაულის პარკის დაცვის რეჟიმმა პრობლემები შეუქმნა ადგილობრივ მოსახლეობას ბუნებრივი რესურსების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ პარკის მიმდებარე სოფლებში განსაკუთრებით იგრძნობა მოსახლეობის მიგრაცია. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია მოსახლეობის ინტერესების დაცვა: ან ტერიტორიის დაცვის რეჟიმის შეცვლა ან შესაბამისი კომპენსაციების გაცემა.
აზრი გამოთქვა: გია გაჩეჩილაძემ – ჰიდრორესურსების ათვისებასთან დაკავშირებით მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება იმ ფაქტზე, რომ უკვე არსებულ ჰიდროელექტრო სადგურებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ხარჯზე შესაძლებელია მათი სიმზლავრე 20%-ით გავზარდოთ. ეს მნიშვნელოვანი რეზერვია.
აზრი გამოთქვა: კახი კალაძემ – ჩვენ შესაბამისი კვლევები ჩავატარეთ და ექსპერტთა დასკვნის საფუძველზე შესაძლო ნამატი 10%-ს შეადგენს.
კითხვა დასვა: ხათუნა გოგორიშვილმა – რა აზრის ბრძანდებით ჰიდროპროექტებზე, კერძოდ ჰუდონ ჰესზე?
უპასუხა: კახი კალაძემ – როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ჰუდონ ჰესი არ შეუქმნის სერიოზულ საფრთხეს გარემოს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, არ ვაპირებ ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღებას და ამ საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება.
კითხვა დასვა: გიორგი ხაჩიძემ – ქალბატონო ხათუნა, სამინისტრომ შეიმუშავა 2012-2016 წლების გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული გეგმა, რომლის შემუშავების კოორდინატორი თქვენ ბრძანდებოდით. გასაკვირია, რომ ამ გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტების ნაცვლად ზოგადად ილაპარაკეთ გარემოს დაცვის სფეროს სამომავლო განვითარებაზე.
აზრი გამოთქვა: გია გაჩეჩილაძემ – მინდა მოგახსენოთ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროს პრობლემატიკაზე. აქ ახსენეს ბუნებრივი რესურსებით მიღებული ფისკალური ეფექტი და აქედან გამომსინარე ეკონომიკური ინტერესები. სხვათაშორის ჩვენს მიერ 1996-98 წწ-ში შემუშავებული კანონმდებლობით ბუნებრივი რესურსების გასხვისება ხდებოდა საუწყებათაშორისო საბჭოს და არა ერთი თანამდებობის პირის გადაწყვეტილების საფუძველზე. დარწმუნებული ვარ, რომ ბუნებრივი რესურსების მართვა, რაც ურთულესი და პრობლემატური დარგია, გარემოს დაცვის სამინისტროს პრეროგატივაა. აქ ლაპარაკი არ არის აუქციონის ჩატარებაზე. როდესაც ბუნებრივი რესურსების კვოტები, მათი მოპოვების წესები, ლიცენზიის გაცემის პირობები, შესაბამისი კონტროლი და მართვის სხვა ელემენტები დადგენილია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ, აუქციონის ჩატარება შეიძლება “ნებისმიერ ადგილზე ნებისმიერი უწყების მიერ”. Mმე მინდა მოგახსენოთ ამ სფეროს ლიცენზირების ზოგიერთ სიძნელეებზე. მაგ.: გეოლოგიის დეპარტამენტს გააჩნდა საქართველოს წიაღისეულის მონაცემების უნიკალური ფონდი, რომელიც ამჟამად ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო ფაქტიურად განადგურებულია. ამდენად გაუგებარია, თუ რა მონაცემების საფუძველზე მოხდება წიაღზე ლიცენზიის გაცემა? იგივე სიტუაციია ტყის ფონდზე, სოჭის თესლზე და სხვ. როცა არ იცი რას ფლობ, გექმნება პრობლემები ინვესტორებთან და ამის არა ერთი მაგალითის მოწმენი ვართ. ავიღოთ წყლის მართვის სფერო. ისიც პრობლემატურია და ბოლოს და ბოლოს უნდა გადავიდეთ წყლის რესურსების ცივილიზებულ ფორმაზე - ბასეინურ მართვაზე. მინდა ასევე შევახსენო ქ-ნ ხათუნა გოგალაძეს, რომ მის მოხსენებაში არაფერია ნათქვამი ზემოქმედების ფიზიკურ ფაქტორებზე, ისეთებზე, როგორიცაა ხამური, ვიბრაცია და ელექტრომაგნიტური ზემოქმედება. როგორ აპირებთ ამ ფაქტორების რეგულირებას? ასევე, რას ფიქრობთ ბირთვული ელექტროსადგურების მშენებლობაზე? რას უპირებთ გეოლოგიურ დეპარტამენტს? სატყეო დეპარტამენტი უნდა დაბრუნდეს თუ არა სამინისტროში? უნდა აღდგეს თუ არა გარემოს დაცვის ინსპექცია?
უპასუხა: ხათუნა გოგალაძემ – ბატონო ხაჩიძე, რაც შეეხება გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნულ გეგმას, მე არ ვყოფილვარ მისი ეროვნული კოორდინატორი და არც მქონდა სამინისტროს მიერ განსაზღვრული ჩარჩოების შეცვლის უფლება. ამდენად, სამინისტრო მკარნახობდა როგორც იმ თემებს, რომელიც პრიორიტეტულად მიაჩნდა, ასევე მათი გადაჭრის გზებს. რაც შეეხება ჩემს მოხსენებას, რა თქმა უნდა ის იყო ზოგადი, ვინაიდან შეუძლებელია ერთდროულად ყველა დეტალზე ყურადღების გამახვილება. თქვენ ასევე რეპლიკის სახით ახსენეთ, რომ მიუხედავად საკანონმდებლო ცვლილებებისა, რომელთა საფუძველზეც საქართველოში დაიშვა ნადირობა წითელ ნუსხაში შეტანილ სახეობებზე, არცერთი ლიცენზია არ გაცემულა, სამაგიეროდ ამან ხელი შეუწყო წითელ ნუსხაში შეყვანილი სახეობების რაოდენობის აღწერა-შესწავლას. აღნიშნული არ ცვლის იმ ფაქტს, რომ თქვენ საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელეთ და ნადირობა დაუშვით აუცილებელი სამუშაოს ჩატარებამდე. ჩემთვის ისიცაა ცნობილი, რომ ლიცენზია გაცემულია წითელ ნუსხაში შეტანილ ზუთხისებრთა სახეობის მოპოვებაზე.
აზრი გამოთქვა: გია გაჩეჩილაძემ – რახან კანონმდებლობაზე ჩამოვარდა საუბარი არ შემიძლია არ ვახსენო გარემოზე ზემოქმედების შეფასების კანონმდებლობა, რომლიდანაც ამოსაღებია მუხლი, რომელიც ათავისუფლებს ე.წ. “სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტებს” გზშ პროცედურის გავლისგან.
უპასუხა: ხათუნა გოგალაძემ – მინდა პასუხი გაგცეთ აქ დასმულ კითვებზე. _ პირველი კითხვა, რომელიც ყველას აინტერესებს არის ბუნებრივი რესურსების მართვა, რომელიც მოიცავს კონტროლის მექნიზმსაც. ვთვლი, რომ ეს უნდა იყოს გარემოს დაცვის სამინისტროს პრეროგატივა. რაც შეეხება მათ განკარგვას, ეს უფლება შეიძლება ჰქონდეს ეკონომიკის სამინისტროს; სატყეო მეურნეობის სტრუქტურასთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე მოსაზრება, მათ შორის შესაძლებელია ცალკე სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომელიც პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება.
აზრი გამოთქვა: ხათუნა გოგორიშვილმა – ამ ბოლო 20 დღის განმავლობაში 4 პროგრამას გავეცანი. მათ შორის არაფერია საერთო, გარდა იმისა, რომ გარემოს დაცვა პრიორიტეტად სახელდება. მე მინდა მჯეროდეს, რომ ხათუნა გოგალაძის მიერ წარმოდგენილი პროგრამა განხორციელდება, თუმცა ამას 3-ჯერ დიდი ბიუჯეტი დასჭირდება, ვიდრე ჰქონდა 2012 წელს. ასევე, მე რამდენიმე დღის წინ გია გაჩეჩილაძისგან ტელევიზიით შევიტყვე, რომ ბუნებრივი რესურსების მართვა გადადის გარემოს დაცვის სამინისტროს კომპეტენციაში. დღეს კი ბატონი კახი კალაძისგან და თქვენგან ვგებულობ, რომ ეს საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის. ამასთან, როდესაც თავის დროზე მოხდა მთავრობის რეორგანიზაცია და სახელმწიფო დეპარტამენტები სამინისტროებს დაექვემდებარა, ექსპერტების მიერ ეს დადებითად შეფასდა. Aასე, რომ პრემიერ-მინისტრს დაქვემდებარებული დამოუკიდებელი სტრუქტურის შექმნა უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. უნდა გითხრათ, რომ გითანაგრძნობთ, ვინაიდან იმ წლების მანძილზე, რაც ჩვენ ვიყავით უმრავლესობაში, საკმაოდ საკამათო გადაწყვეტილებებს ვიღებდით და ძირითადად არა გარემოს დაცვის სასარგებლოდ. ასე იყო ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლამდეც. და ბოლოს, თქვენი პასუხებიდან გავაკეთე დასკვნა, რომ ახალ პრიორიტეტად შეიძლება ჩითვალოს მხოლოდ გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგულირება, დანარჩენი პრიორიტეტები სამინისტროში მუშავდებოდა წლების მანძილზე.
აზრი გამოთქვა: გია გაჩეჩილაძემ – მესმის ოპოზიციის წუხილი და მართალი გითხრათ მიხარია, რომ ასეთი ცხარე კამათი გაიმართა. პირადად მე მხარს ვუჭერ წარმოდგენილ პროგრამას ჩემი შენიშვნების გათვალიწინებით. კენჭი ეყარა მთავრობის პროგრამისათვის და გარემოს დაცვის მინისტრის პოსტზე წარმოდგენილი კანდიდატურისთვის ხათუნა გოგოლაძისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭისყრის კომიტეტის შემადგენლობაDირიცხება 12 დეპუტატი, სხდომას
გადაწყვიტეს: ხმათა უმრავლესობით ნდობა გამოეცხადოს საქართველოს მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას “ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის”
სხდომის თავმჯდომარე ზურაბ ზვიადაური სხდომის მდივანი ნანა გოგიტიძე
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დასკვნა
კომიტეტმა ა.წ. 23 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და ამავე მუხლის შესაბამისად წარმოდგენილი საქართველოს სამთავრობო პროგრამის „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის” ნდობის გამოცხადების საკითხი და მხარი დაუჭირა მას.
პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე |






