|
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების 2012 წლის 9 ნოემბრის სხდომის
ოქმი # 3
ქ. ქუთაისი 2012 წლის 9 ნოემბერი
სხდომას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბიძინა გუჯაბიძე - სხდომის თავმჯდომარე; კომიტეტის წევრები – გიორგი ჟვანია, ვიქტორ ჯაფარიძე, გია გაჩეჩილაძე, ნოდარ ებანოიძე, ირაკლი ჩიქოვანი, გიორგი ხაჩიძე; საქართველოს ფინანასთა მინისტრის მოადგილე დავით ებანოიძე; გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი თექთურმანიძე; კომიტეტის აპარატის უფროსი ნანა თალაკვაძე, აპარატის წამყვანი სპეციალისტები ფიქრია რობაქიძე და ელისო შანავა, აპარატის მთავარი სპეციალისტი ნანა გოგიტიძე – სხდომის მდივანი.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ (6563;05.11.2012) და “ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2013-2016 წლებისათვის” დოკუმენტის განხილვა.
მოისმინეს: ბიძინა გუჯაბიძის ინფორმაცია სხდომის დღის წესრიგის თაობაზე. სიტყვა გადასცა დავით ებანოიძეს.
მოისმინეს: დავით ებანოიძის ინფორმაცია წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის თაობაზე. აღინიშნა, რომ დროის სიმცირის გამო, შესაძლოა ბიუჯეტს გააჩნდეს გარკვეული ხარვეზები და მსჯელობა მის საბოლოო ვარიანტზე ამჟამადაც მიმდინარეობს. თანახმად წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტისა გარემოს დაცვის სამინისტროს 2013 წლის ხარჯები 21,5 მლნ ლარს შეადგენს და შარშანდელთქან შედარებით 3 მლნ ლარით ნაკლებია. აზრი გამოთქვა: გია გაჩეჩილაძემ - ჩემი გათვალებით ბიუჯეტი მცირდება არა 3, არამედ 5 მლნ ლარით და საუბარია სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებზე. Aამ შემთხვევაში ნუ ავურევთ ერთმანეთში სახელმწიფო ხარჯებს და ინვესტიციებს უცხოეთიდან. სამინისტროს გააჩნია კონცეფცია გარემოს დაცვის დარგის განვითარებაზე და რამდენად შეესაბამება მას ბიუჯეტით გამოყოფილი თანხები.
უპასუხა: ირაკლი თექთურმანიძემ – როგორც აღინიშნა ეს არ არის მომდევნო წლის ბიუჯეტის საბოლოო სახე. ამჟამად სამინისტროში მიმდინარეობს რეორგანიზაცია და ბიუჯეტში ასახული თანხები განკუთვნილია მხოლოდ სამინისტროში დღეს არსებული სტრუქტურებისთვის. სამინისტროში ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შემოერთების შემდეგ მისი ბიუჯეტი 22 მლნ ლარს მიაღწევს.
აზრი გამოთქვა: გია გაჩეჩილაძემ – თუ საუბარია მხოლოდ სამინისტროს დღეს არსებულ სტრუქტურებზე, გამოყოფილი თანხების ლომის წილი მოდის დაცული ტერიტორიების სააგენტოზე. რა რჩება დანარჩენ დარგებს? თუ სამინისტრო დაცული ტერიტორიების დეპარტამენტად გადაკეთდა? Aმდენად, ჩვენ უნდა გავერკვეთ, შევა თუ არა ცვლილება ბიუჯეტში? ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია და ამის მიხედვით მივიღებ გადაწყვეტილებას დავუჭირო თუ არა მხარი ბიუჯეტს პარლამენტის მომავალ სხდომაზე.
აზრი გამოთქვა: გიორგი ჟვანიამ – მე ბიუჯეტის პროექტში ვერ ვნახე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ხარჯებში ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ასიგნებანი. თუ ის გარემოს დაცვის სამინისტროში უნდა გადმოვიდეს, საიდან გაჩნდება შესაბამისი თანხები?
აზრი გამოთქვა: ირაკლი თექთურმანიძემ – ეს სააგენტო არ ფინანსდება ბიუჯეტიდან, ვინაიდან თავად გააჩნია საკუთარი შემოსავალი. Dაფინანსებაწს ვითხოვთ გარემოს დაცვის ინსპექციისთვის (700 მუშაკი) და სატყეო სექტორში დამატებით 300 რეინჯერის დასაქმებისთვის. საკითხი პრაქტიკულად შეთანხმებული მთავრობასთან.
აზრი გამოთქვა: დავით ებანოიძემ – ბიუჯეტის ფორმისებისას გასაგებია, რომ პრიორიტეტები თავად სამინისტრომ უნდა განსაზღვროს, ხოლო ჩვენ, ჩვენი მხრიდან, შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად შეგიწყობთ ხელს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის ჩამოყალიბებისას.
გადაწყვიტეს: ხმათა უმრავლესობით, სხდომის თავმჯდომარის გადამწყვეტი ხმით, მიზანშეწონილად განისაზღვრა “2013 წლის სახელმიფო ბიუჯეტის” პროექტის წარდგენა პარლამენტის სხდომაზე განსახილველად კომიტეტის შენიშვნების გათვალისწინებით.
სხდომის თავმჯდომარე ბიძინა გუჯაბიძე
სხდომის მდივანი ნანა გოგიტიძე
|