| ოქმი # 5 |
|
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ოქმი # 5
ქ. ქუთაისი 2012 წლის 4 დეკემბერი
სხდომას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი - სხდომის თავმჯდომარე; კომიტეტის წევრები – გიორგი ჟვანია, ვიქტორ ჯაფარიძე, გია გაჩეჩილაძე, ნოდარ ებანოიძე, გიორგი ხაჩიძე, ბიძინა გუჯაბიძის ადგილმონაცვლე გიორგი ბუკია, ზურაბ ზვიადაურის ადგილმონაცვლე თამაზ მეჭიაური, სერგო ხაბულიანის ადგილმონაცვლე ენზელ მკოიანი; საქართველოს ფინანასთა მინისტრის მოადგილე დავით ებანოიძე; კომიტეტის აპარატის უფროსი ნანა თალაკვაძე, აპარატის წამყვანი სპეციალისტები ფიქრია რობაქიძე და ელისო შანავა, აპარატის მთავარი სპეციალისტი ნანა გოგიტიძე – სხდომის მდივანი.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” განხილვა.
მოისმინეს: გიორგი ცაგარეიშვილის ინფორმაცია სხდომის დღის წესრიგის თაობაზე. სიტყვა გადასცა დავით ებანოიძეს.
მოისმინეს: დავით ებანოიძის ინფორმაცია წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის თაობაზე. აღინიშნა, რომ ბიუჯეტის ცვლილებები ძირითადად უკავშირდება სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების ათვისების ტენდენციის გათვალისწინებით გრძელვადიანი კრედიტების შემცირებას.
უპასუხა: დავით ებანოიძემ – მასწავლებელთა ხელფასებთან დაკავშირებული დეფიციტი გამოწვეულია სკოლების სარემონტო სამუშაოებითა და მათი სასკოლო ინვენტარით აღჭურვის შედეგად. როგორც ჩანს ნავარაუდევი იყო ამ დეფიციტის აღმოფხვრა ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებების შეტანით. რაც შეეხება კონფლიქტს თბილისის მერიასა და მთავრობას შორის შესაბამისი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
კითხვა დასვა: გია გაჩეჩილაძემ – 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით დაგეგმილია 2 მლნ. ლარის გამოყოფა თბილისის პარლამენტის შენობის აღდგენისთვის და ეს თანხა აისახება საქართველოს პარლამენტის ასიგნებებში. რა ფორმით მოხდა თბილისის შენობის მიბმა საქართველოს პარლამენტთან?
უპასუხა: დავით ებანოიძემ – ჩემი აზრით საქართველოს პარლამენტის მიბმა თბილისის შენობაზე უფრო მართზომიერია, ვიდრე ქუთაისის შენობაზე.
აზრი გამოთქვა: გიორგი ცაგარეიშვილმა – მინდა ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, დაგეგმილია ბუნებრივი რესურსების სააგენტოს გაერთიანება გარემოს დაცვის სამინისტროს სტრუქტურაში, რაც საჭიროებს შესაბამის ცვლილებებს საქართველოს კანონმდებლობაში. უკვე მომავალი კვირიდან ჩვენ განვიხილავთ 41 კანონპროექტს და პარლამენტის მიერ მათი მიღების შემთხვევაში ჩვენ გვექნება ინტენსიური კონსულტაციები ფინანსთა სამინისტროსთან გარემოს დაცვის სამინისტროს ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის შესახებ.
აზრი გამოთქვა: გიორგი ხაჩიძემ – როგორც ცნობილია ბუნებრივი რეურსების სააგენტო ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან გადმოდის გარემოს დაცვის სამინისტროში. გასაგებია, რომ ეს მექანიკურად გამოიწვევს გარემოს დაცვის სამინისტროს ასიგნებების ზრდას. მაგრამ, გარდა ამისა, გარემოს დაცვის სამინისტრო აპირებს ტერიტორიალური ორგანოებისა და გარემოს დაცვის ინსპექციის აღდგენას, ასევე სატყეო სექტორში ტყის მცველთა რაოდენობის გაზრდას. Aრის თუ არა შესაბამისი ხარჯები გათვალისწინებული წარმოდგენილი ბიუჯეტით?
აზრი გამოთქვა: გიორგი ცაგარეიშვილმა – ჩვენ დღეს ვიხილავთ 2012 წლის ბიუჯეტს. რაც შეეხება 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებს, მათზე მჯელობა გვექნება კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდგომ. ჩვენ იმედი გვაქვს თანამშრომლობის და ველით წინადადებებს საპარლამენტო უმცირესობისგან.
გადაწყვიტეს: ხმათა უმრავლესობით, 7 მომხრე, ერთმა (გიორგი ხაჩიძე) თავი შეიკავა, მიზანშეწონილად განისაზღვრა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად წარდგენა.
სხდომის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი სხდომის მდივანი ნანა გოგიტიძე |






