|
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანთან, კონდოლიზა რაისთან |
| ბეჭდვა | |
|
სამშაბათი, 23 ივლისი 2013 13:28 |
|

22 ივლისს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, პარლამენტის წევრი თინათინ ხიდაშელი და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს, კონდოლიზა რაისს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბევრ საინტერესო საკითხს, რაც საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებს და ქვეყნის სამომავლო განვითარებას ეხება. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს საერთაშორისო გამოწვევებზე. განსაკუთრებული ყურადღება იქნა გამახვილებული რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსა და საქართველოს მონაწილეობაზე საერთაშორისო მისიებში. ქალბატონმა რაისმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი არის და რჩება საქართველოს მეგობრად. შეხვედრის დროს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ქართულ მხარეს აღუთქვა დახმარება სხვადასხვა საკითხებში, მათ შორის შესთავაზა საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება ვაშინგტონის კონიუნქტურაში გასარკვევად. შეხვედრამ მეტად გულთბილ გარემოში ჩაირა. ქართულმა დელეგაციამ ქალბატონ რაისს საქართველოს მომავლის და სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გაღრმავების შესახებ თავისი ხედვები გააცნო, ხოლო ქალბატონი რაისისაგან ქართულმა დელეგაციამ მრავალი რჩევა და მხრდაჭერის დაპირება მიიღო. |
|
ბოლოს განახლდა სამშაბათი, 23 ივლისი 2013 14:12 |