|
გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრების შეხვედრა ევროპარლამენტის ქალთა უფლებების და გენდერული თანასწორობის კომიტეტის პოლიტიკურ მრჩეველთან |
| Print | |
|
Tuesday, 23 July 2013 23:03 |
|
გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები ევროპარლამენტის ქალთა უფლებების და გენდერული თანასწორობის კომიტეტის პოლიტიკურ მრჩეველს, ვალბორგ ლინდენ ჯონსტენს შეხვდნენ, სადაც ქართულ პოლიტიკაში გენდერული ბალანსის აღდგენაზე, მის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პარლამენტის წევრები საკანონმდებლო დონეზე მნიშვნელოვნად შეუწყობენ ხელს პოლიტიკაში ქალთა ჩართულობას. შეხვედრაზე საუბარი საქართველოში გენდერული თანასწორობის მდგომარეობას ეხებოდა. „ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა ევროკავშირში ინტეგრაცია. დიდი ყურადღება ეთმობა ქალთა უფლებრივ მდგომარეობას ქვეყანაში. ასევე, ტრეფიკინგის, ოჯახური და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. მნიშვნელოვანია ქალთა ორგანიზაციებთან ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, მანანა კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო, პოლიტიკაში ქალთა აქტიურობის აუცილებელ ზომებზე და მათ შორის კვოტირების სისტემის ამოქმედებაზე. „პარლამენტის წევრები საკანონმდებლო დონეზე მნიშვნელოვნად შეუწყობენ ხელს პოლიტიკაში ქალთა ჩართულობას. აუცილებლად უნდა იყოს გენდერული ბალანსი დაცული, როგორც თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში, ასევე, საპარლამენტო არჩევნების დროსაც“, - განაცხადა ვიცე-სპიკერმა. შეხვედრას გენდერული საბჭოს წევრები ვიქტორ დოლიძე, ეკა ბესელია და გუგული მაღრაძე, ასევე, ევრო-მიდის (EURO – MID) პროგრამის დირექტორი ბორიანა ჯონსონი და ევროპული ფემინისტური ინიციატივის (IFE–EFI) პრეზიდენტი ლილიან ჰალს ფრენჩი, საზოგადოებრივი მონაწილეობის და ჩართულობის ინიციატივის აღმასრულებელი დირექტორი ეგვიპტიდან-აფაფ ნასრელდინ ჰასან მარისი, საზოგადოება „დომეინის“ კოორდინატორი, ევროპული ფემინისტური ინიციატივის ხორვატიის კოორდინატორი, მირიანა კუცერი ესწრებოდნენ. |
|
Last Updated on Tuesday, 23 July 2013 23:49 |