პარლამენტის ბიუროს სხდომა | Print |
Thursday, 25 July 2013 16:55

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე ვეტოდაძლეულ კანონს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მის თანამდევ კანონებს, ასევე კანონს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ხელი მოაწერა. პარლამენტის თავმჯდომარემ კანონებზე ხელმოწერისას გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლით მისთვის მინიჭებული უფლება, რომლის თანახმად, თუ პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ აქვეყნებს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე. დავით უსუფაშვილის განცხადებით, კანონები დღესვე გადაეგზავნება "საკანონმდებლო მაცნეს" და გამოქვეყნდება. ბიურომ სხდომაზე 25-26 ივლისის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელა.

Last Updated on Thursday, 25 July 2013 18:10