|
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტსა და ხონის რაიონის N1 საჯარო სკოლას შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა |
| Print | |
|
Thursday, 25 July 2013 18:04 |
|
 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტსა და ხონის რაიონის N1 საჯარო სკოლას შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, კომიტეტი აღნიშნული სკოლის მოსწავლეებთან ერთად გარემოს დაცვით და ეკოლოგიურ სხვადასხვა პროექტს განახორციელებს, რაც გამწვანების აქციებს, ეკოლოგიური გარემოს დაცვა-შენარჩუნებას და მწვანე ნარგავების მოვლას ითვალისწინებს. კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ცაგარეიშვილმა სკოლის მოსწავლე-ახალგაზრდობასთან იმერეთის რეგიონში გარემოს დაცვის კუთხით არსებულ ვითარებაზე და ახალი ხელისუფლების მიერ ბუნების დაცვის და ბრაკონიერობის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, კომიტეტი მიესალმება სკოლასთან მემორანდუმის გაფორმებას და აღნიშნული თანამშრომლობის სხვა სკოლებთან გაგრძელების სურვილიც გამოთქვა. „ სკოლებთან თანამშრომლობის ინიციატივა კომიტეტს ეკუთვნის და ჩვენი სურვილია მსგავსი შეთანხმებები საქართველოს ყველა რაიონის თუნდაც ერთ სკოლასთან იყოს გაფორმებული. ასე რომ, ამ მოწვევის პარლამენტის დასრულებამდე იმედს გამოვთქვამთ, რომ მინიმუმ 64 სკოლასთან ანალოგიურ მემორანდუმს გავაფორმებთ“, - აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა. ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ხელი კომიტეტის თავმჯდომარემ და სკოლის დირექტორმა მოაწერა.
|
|
Last Updated on Thursday, 25 July 2013 18:49 |