|
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა |
| Print | |
|
Thursday, 25 July 2013 14:43 |
|
 საქართველოს ეროვნული სატყეო პოლიტიკის სამუშაო დოკუმენტის საბოლოო ვერსია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. ეროვნული სატყეო პოლიტიკის დოკუმენტი განსაზღვრავს სახელმწიფოს დამოკიდებულებას ტყეების მიმართ - მათი ძირითადი ფუნქციური დანიშნულებისა და ფასეულობების გათვალისწინებით და წარმოადგენს საქართველოს მდგრადი განვითარების პოლიტიკის განუყოფელ ნაწილს.
ეს პოლიტიკა ერთიანია საქართველოს ყველა ტყისთვის, მიუხედავად მათი საკუთრებისა და მართვის ფორმისა. ეროვნული სატყეო პოლიტიკა ემყარება საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს, რომლებიც საფუძვლად დაედება სატყეო სექტორის კანონმდებლობის, ინსტიტუციური მოწყობისა და სხვა პოლიტიკური ინსტრუმენტების შემუშავებას და არსებულის დახვეწას. კომიტეტის ტავმჯდომარის, გიორგი ცაგარეიშვილის განმარტებით, ეროვნული სატყეო პოლიტიკის მიზანია ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს: ქვეყანაში ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შენარჩუნებასა და ზრდას, ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონსერვაციას, ტყეების ეკოლოგიური ფასეულობების გათვალისწინებით მათი ეკონომიკური პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას, ტყის მართვის საკითხებში საზოგადოების მონაწილეობას და მიღებული სარგებლის სამართლიან გადანაწილებას. სხდომაზე სახელმწიფოს ტყეებთან დამოკიდებულების იმ ძირითად პრინციპებზე ისაუბრეს, როგორიცაა ტყეების მდგრად მართვა, რეგულირების, ზედამხედველობისა და მართვის ფუნქციების გამიჯვნა და სხვ. კომიტეტის სხდომაზე სატყეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს. |
|
Last Updated on Friday, 26 July 2013 14:53 |