პარლამენტის ბიუროს სხდომა | Print |
Saturday, 27 July 2013 17:52

ბიუროს სხდომაზე რიგგარეშე სესიის დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგი განისაზღვრა. პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პარლამენტის შენობაში გუშინ, 26 ივლისს გამოცხადებული ევაკუაციის შესახებ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ევაკუაციის მიზეზებსა და მიზნებზე სამართალდამცავები აქტიურად მუშაობენ. „ მინდა გითხრათ, რომ გუშინ საგანგაშო არაფერი ყოფილა, მაგრამ მსგავს სიტუაციაში რისკზე წასვლა არ შეიძლება. იმედი მაქვს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე ამ შემთხვევას გაითვალისწინებს და ჩვენი საქმიანობის შეფერხება არ მოხდება“ ,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა. ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ საბანკო სექტორის წამრომადგენლებთან შეხვედრის შესახებ აღნიშნა, რომ ოცამდე ბანკის წამრომადგენელი მზად არის საკუთარი მოსაზრებები გაუზიაროს როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე უმრავლესობის ლიდერს, რომელიც აღნიშნულ შეხვედრას ესწრება. იპოთეკით დატვირთულ ქონებასთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტი დღევანდელი სესიის ბოლო საკითხად განისაზღვრა. აღნიშნული გადაწყვეტილება ბიურომ პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის თხოვნით მიიღო.

პლენარული სხდომა დღეს 17 საათზე დაიწყება.

 

Last Updated on Saturday, 27 July 2013 19:29