|
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა |
| Print | |
|
Monday, 29 July 2013 11:48 |
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გამოცდების ეროვნული ცენტრი რეორგანიზაციის შემდეგ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრად გარდაიქმნება. ამის შესახებ დღეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. აღნიშნული ცვლილება შედის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტებში: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის, დავით ლომინაშვილის განცხადებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარებასთან ერთად ეროვნულ შეფასებებს და საერთაშორისო კვლევებს განახორციელებს. |
|
Last Updated on Monday, 29 July 2013 11:54 |