პარლამენტში აფხაზეთის არქიტექტურული ძეგლების ფოტოგამოფენა გაიმართა | Print |
Monday, 29 July 2013 14:45

აფხაზეთის არქიტექტურული ძეგლების, სახელწოდებით „ნუ წავშლით“ ფოტოგამოფენა პარლამენტში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.
„2005 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს ძეგლების, მათ შორის, ბედიის და ილორის ტაძრის ე.წ. რესტავრაცია, სადაც განადგურებულია მნიშვნელოვანი ფრესკები. რესტავრაციის დროს ირღვევა ტაძრის ავთენტურობა, ილორში განადგურებულია რამდენიმე ლაპიდალური წარწერა. ეს პროცესი გრძელდება დღესაც. შუა საუკუნეების დროინდელი ტაძრების საუკეთესო ნიმუშების ფრესკები, რელიეფები და არქიტექტურული დეტალები ხშირ შემთხვევაში მიზანმიმართულად ნადგურდება. გადაიღება დრანდის ტაძარი სადაც სხვადასხვა სახის აპარატურაა დამონტაჟებული, რაც ეკლესიასთან შეუთავსებელია. დღევანდელი გამოფენის მიზანია, გამოინახოს გზები როგორც ქართულ, ისე აფხაზურ საზოგადოებაში რათა ეს ტაძრები ერთად შევინარჩუნოთ“, - აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალგაზრდები ხელოვნებისთვის“ წარმომადგენლმა ლევან ამირანაშვილმა.
დღეს, პარლამენტში 22 ძეგლის ფოტო იყო გამოფენილი.

Last Updated on Monday, 29 July 2013 17:27