|
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა |
| Print | |
|
Monday, 29 July 2013 17:25 |
|
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნას „ჯანმრთელობის საყოველთაო სოციალური დაზღვევის შესახებ“ კანონპროექტზე მას შემდეგ შეიმუშავებს, როცა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან ერთობლივ სხდომას გამართავს და მთავრობის მოსაზრებებს მოისმენს. აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტის წევრის, კობა დავითაშვილკის ინიციატივაა, რომელსაც მიაჩნია, რომ საქართველოს ყოველი მოქალაქისთვის ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობა, როგორც ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების საშუალება, კონსტიტუციითაა უზრუნველყოფილი.
გარდა ამისა, ეს იყო კოალიცია ქართული ოცნების წინასაარჩევნო ერთ-ერთი დაპირება. „კანონპროექტის მიღების მიზეზი უმთავრესად განპირობებულია საკონსტიტუციო დათქმის უზრუნველსაყოფად, რომლის თანახმად, სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს ჯანმრთელობის ყველა დაწესებულებას, სამკურნალო საშუალებათა წარმოებას და ამ საშუალებებით ვაჭრობას“,- განაცხადა დავითაშვილმა. მისი თქმით, შეიქმნება ერთიანი ფონდი, რომელიც სამედიცინო მომსახურების ერთადერთი შემსყიდველი იქნება და ის თავის თავზე აიღებს შესაბამისი სადაზღვევო პაკეტის შესყიდვის ვალდებულებას. კანონპროექტის ზოგად პრინციპებსა და დებულებებზე მსჯელობისას დავითაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის პრიორიტეტულია პაციენტთა ინტერესების გათვალისწინება. შესაბამისი ცვლილებები შედის საქართველოს საარჩევნო კოდექსში, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსსა და საექიმო საქმიანობის შესახებ კანონში. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა შენიშვნები მხოლოდ კანონპროექტიდან გამომდინარე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ შესატანი ცვლილებების მიმართ წარმოადგინა. სხდომაზე ამავე კანონში შესატანი ტექნიკური ხასიათის ცვლილებაც განიხილეს, რომელიც საკანონმდებლო ხარვეზს გაასწორებს. |
|
Last Updated on Monday, 29 July 2013 17:42 |