|
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა |
| Print | |
|
Monday, 29 July 2013 17:21 |
|
,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი II მოსმენით, მუხლობრივად, განიხილეს დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.
მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი თაბუაშვილის განმარტებით, კანონპროექტი ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი 6000 ლარამდე შემოსავლის, საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. მომხსენებლის განმარტებით, ასეთი ტიპის საგადასახდო შეღავათი ასევე, გავრცელდება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებულის ხელფასისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებულ შემოსავალზე, ხოლო 2017 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ მიღებული მოგება, რომელიც წლის განმავლობაში არ აღემატება 200 000 ლარს - მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებაზე. მისივე თქმით, ცვლილება ასევე ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე აქციზის არსებული განაკვეთების ზრდას ითვალისწინებს. კომიტეტის წევრებმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი ერთხმად დაუჭირეს. |
|
Last Updated on Monday, 29 July 2013 18:30 |