|
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრთა შეხვედრა არქიტექტურული ძეგლების ფოტოგამოფენის ორგანიზატორებთან |
| Print | |
|
Monday, 29 July 2013 18:46 |
|
დღეს პარლამენტში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, აფხაზეთის არქიტექტურული ძეგლების ფოტოგამოფენა მოეწყო, რომლის ავტორები არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდები ხელოვნებისთვის“ წარმომადგენლები არიან. გამოფენის შემდეგ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა კიკნაველიძე პროექტის ავტორებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალგაზრდები ხელოვნებისთვის“ წარმომადგენლებმა სამომავლო გეგმებსა და ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს.
|
|
Last Updated on Monday, 29 July 2013 19:27 |