ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა | ბეჭდვა |
სამშაბათი, 30 ივლისი 2013 13:39

საქართველოს პარლამენტის წევრის, კობა დავითაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილეს დღეს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. საკითხის განხილვისას რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა, ამიტომ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად გატანას კომიტეტის წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.

ბოლოს განახლდა სამშაბათი, 30 ივლისი 2013 16:38