|
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა |
| ბეჭდვა | |
|
სამშაბათი, 30 ივლისი 2013 14:12 |
|

საჯარო სამართლის იურიდიული პირს - გამოცდების ეროვნულ ცენტრს სახელწოდება ეცვლება. ცვლილების შემდეგ ის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იქნება. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის, დავით ლომინაშვილის განცხადებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარებასთან ერთად ეროვნულ შეფასებებს და საერთაშორისო კვლევებს განახორციელებს. კომიტეტმა კანონპროექტის მესამე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა. |
|
ბოლოს განახლდა სამშაბათი, 30 ივლისი 2013 16:39 |