|
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა |
| ბეჭდვა | |
|
სამშაბათი, 30 ივლისი 2013 14:44 |
|

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრების: ზურაბ ტყემალაძისა და გიგლა აგულაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი - „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონის პროექტით 2014 წლის 31 დეკმებრამდე დასაშვები ხდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისათვის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა, თუ იგი განპირობებულია სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი საჭიროებით, რაზეც გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხომაზე გატანას. აგრარულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ილია კვიტაიშვილისგან მოისმინა ინფორმაცია აგრარული სექტორის განვითარების ხელშეწყობის ორი პროექტის: სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტისა და ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის(ENPARD) მიმდინარეობის თაობაზე. სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტი შედგება ორი კომპონენტისგან. ესენია: აგრარული სფეროსათვის ლიზინგის განვითარება და სოფლად მცირემასშტაბიანი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა. პროექტს აფინანსებს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორიოს ფონდი(IFAD). სესხის თანხა შეადგენს 8 600 000 SDR , ხოლო გრანტის თანხა 130 000 SDR . ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის, რომელიც 2013 წელს დაიწყო, საქართველოში სურსათის წარმოების ზრდისა და სოფლად სიღარიბის შემცირების მიზნით ევროკავშირმა შეიმუშავა. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 40 მილიონ ევროს, ხოლო მისი ხანგრძლივობა 3 წელია. |
|
ბოლოს განახლდა სამშაბათი, 30 ივლისი 2013 16:35 |