საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა | ბეჭდვა |
სამშაბათი, 30 ივლისი 2013 15:03

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. პროექტი ითვალისწინებს ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი 6000 ლარამდე შემოსავლის, ასევე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებულის ხელფასისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლებას, ხოლო 2017 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ მიღებული მოგება, რომელიც წლის განმავლობაში არ აღემატება 200 000 ლარს, მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებას. ცვლილება ეხება ასევე ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისათვის აქციზის არსებული განაკვეთების გაზრდის საკითხს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

ბოლოს განახლდა სამშაბათი, 30 ივლისი 2013 15:07