|
პარლამენტის ბიუროს სხდომა |
| Print | |
|
Tuesday, 30 July 2013 15:11 |
|
ბიუროს სხდომაზე რიგგარეშე სესიის დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგი განისაზღვრა. პლენარულ სხდომაზე დღეს შესვენების შემდეგ დეპუტატები სახალხო დამცველის ანგარიშს მოისმენენ“ 2012 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განაცხადებით, პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების თაობაზე მომზადებული ცვლილებების განხილვის გამო, 6-7 აგვისტოს რიგგარეშე სხდომები ჩატარდება. „ კარგად მესმის, რომ დეპუტატებს აღნიშნულის გამო გეგმების კორექტირება მოგიწევთ, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. რიგგარეშე სხდომების ჩატარება აგვისტოს თვეშიც უნდა უზრუნველვყოთ“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
|
|
Last Updated on Tuesday, 30 July 2013 15:13 |