სხდომის ოქმი N26

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხტა კომიტეტის სხდომის
ოქმი 
#26

2013 წლის 29 ივლისი

სხდომის თავმჯდომარე:      გიგლა აგულაშვილი     (კომიტეტის თავმჯდომარე)

(სხდომა ჩატარდა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებთან ერთად).  

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: . აგულაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე, თ. ყაჭეიშვილი, გ. გელაშვილი - (ადგილმონაცვლე - პ. ბარათაშვილი), გ. გოზალიშვილი, ვ. ლემონჯავა, დ. ლორთქიფანიძე, თ. მაისურაძე, რ. შავლოხაშვილი - (ადგილმონაცვლე - პ. კვიჟინაძე), ი. შერვაშიძე, რ. ხალვაში.

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდა: გ. სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გ. ღვინიაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ლ. ქარდავა, ვ. ჩიტაშვილი, პ. ცისკარიშვილი, ნ. ჯანაშია.

აპარატის თანამშრომლები: . ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ე. კაპანაძე, ი. ქველაძე, . ქიტიაშვილი.

მოწვეული სტუმრები: ზ. ტყემალაძე - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ე. ტრიპოლსკი - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ნ. ებანოიძე - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების წევრები და ამავე კომიტეტების აპარატების წარმომადგენლები. 

დღის წესრიგი

1. საქართველოს პარლამენტის წევრების: ზურაბ ტყემალაძისა და გიგლა აგულაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი - „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

/მომხსენებლები: ზ. ტყემალაძე, გ. აგულაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრები/.  

I. მოისმინეს:

გ. აგულაშვილის ინფორმაცია - „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მან აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს „სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქრთველოს კანონში შეტანილი ცვლილება, რომლითაც 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერდა იმ საკანონმდებლო ნორმის მოქმედება, რომელიც უცხოელს, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ანიჭებს სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლებას. ცვლილების მიღების შემდგომ გაჩნდა საშიშროება და გამოიკვეთა სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწების მაქინაციებით, კერძოდ, მათი არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების კატეგორიაში გადაყვანისა და ამ კუთხით გასხვისების ტენდენციები და ფაქტები. აღნიშნულს ხელს უწყობს, ასევე, მოქმედ კანონმდებლობაში არსებული სამართლებრივი ნორმები, რომლთა მიხედვით სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისათვის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის რეგისტრაცია ხდება მესაკუთრის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მიერ შეტანილი განცხადების საფუძველზე ისე, რომ არ ხდება მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის საჭიროების ან/და აუცილებლობის შესახებ მსჯელობა, დასაბუთება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. 

კანონპროექტის მიღების მიზანია, დროებით შეიზღუდოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება მისი მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის საშუალებით.

კანონპროექტის მიხედვით, კანონს ემატება გარდამავალი დებულება და 2014 წლის 31 დეკემბრამდე სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწებისათვის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა დასაშვები ხდება სახელმწიფო და საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე,   სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.   

აზრი გამოთქვეს:

 1 .გ. გაჩეჩილაძე: ვეთანხმები და მხარს ვუჭერ დღეს წარმოდგენილ კანონის პროექტს. იმდენად ბუნდოვანია ეს საკითხები, ჩნდება ბევრი კითხვა. მაგალითად: სატყეო ფონდის მიწებთან დაკავშირებით, აკრძალულია ტყის მიწების პრივატიზაცია. ამისათვის, ის გადაყავდათ სხვა კატეგორიაში. ტყე საკუთრებაში არ შეიძლება იყოს და ამ დროს, არის საკუთრებაში. იქნებ, ეს საკითხი დავარეგულიროთ, ეს არის ჩემი თხოვნა.

 2. გ. აგულაშვილი: მისაღები და გასაზიარებელია თქვენი წინადადება. ჩვენ, როდესაც ვსაუბრობდით საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაზე, რომელიც მიწას (სატყეო ფონდს, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს) და მიწათსარგებლობას ეხება, ჩავთვალეთ, რომ 6-თვიანი ვადა ამ პრობლემების იდენტიფიცირებას და შემდეგ, გამოსავალს უნდა მიეძღვნას, რომ შემდეგ მოხერხდეს შესაბამისი კანონების მიღება.  

ასევე, აზრი გამოთქვეს: თ. მაისურაძემ, გ. გოზალიშვილმა, ლ. ბერძენიშვილმა და სხვებმა, რომლებმაც პრინციპების დონზე მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ კანონის პროექტს.  

გადაწყვიტეს: 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის წევრების: ზურაბ ტყემალაძისა და გიგლა აგულაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს - „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად.

                               

 

სხდომის თავმჯდომარე:                                                                   . აგულაშვილი

 

სხდომის მდივანი:                                                                             . ქიტიაშვილი