აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა | ბეჭდვა |
სამშაბათი, 30 ივლისი 2013 16:50

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრების: ზურაბ ტყემალაძისა და გიგლა აგულაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი - „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვის შემდეგ კანონპროეტში გარკვეული ცვლილება შევიდა. კერძოდ, ტერმინი ,,სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი საჭიროებისთვის“ შეიცვალა ტერმინით ,,აუცილებელი საზოგადოებრივით“, რის შემდეგაც ცვლილება შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: ,,2014 წლის 31 დეკემბრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისათვის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა დასაშვებია, თუ იგი განპირობებულია აუცილებელი საზოგადობრივი საჭიროებით. სააგენტოს მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას აფასებს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთვრობა“. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

ბოლოს განახლდა სამშაბათი, 30 ივლისი 2013 18:14