პარლამენტის ბიუროს სხდომა | ბეჭდვა |
სამშაბათი, 30 ივლისი 2013 17:09

ბიურომ პლენარული სხდომის დღის წესრიგს რამდენიმე საკითხი დაამატა. მათ შორის პარლამენტის წევრის, კობა დავითაშვილის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი ,, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისი თანმდევი კანონპროექტები.  ბიუროს წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართოს 6 აგვისტოს 12:00 საათზე, ხოლო რიგგარეშე სესიის მორიგი პლენარული სხდომა 6 აგვისტოს 14:00 საათზე.

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 31 ივლისი 2013 12:26