დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის შეხვედრა უცხოეთში მცხოვრებ პატარა თანამემამულეებთან | ბეჭდვა |
სამშაბათი, 30 ივლისი 2013 17:19

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრები სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ პატარა თანამემამულებს შეხვდნენ. ისინი მსოფლიოს 8 ქვეყნიდან საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია „მე დავბრუნდების“ ორგანიზებით ჩამოვიდნენ.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე პატარა სტუმრებს მიესალმა. იგი სხვადასხვა ქვეყანაში არსებული საკვირაო სკოლებით დაინტერესდა. როგორც შეხვედრისას გამოიკვეთა, პატარა ემიგრანტები მშობლების და ამ სკოლების დახმარებით ქართულად კარგად მეტყველებდნენ. გუბაზ სანიკიძემ ერთგვარი „ტესტი“ ჩაუტარა ბავშვებს, იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად იცნობდნენ ისინი საქართველოს ისტორიას. „ჩემი დიდი სურვილია, რომ თითოეული თგვენგანი დაბრუნდეს მშობლიურ ქვეყანაში. ყველანი ძალიან გვჭირდებით. თქვენ გარეშე ქვეყნის მშენებლობა ძალიან გაგვიჭირდება. პატივი უნდა სცეთ იმ ქვეყანას, ხალხს, ქვეყნის კანონმდებლობას სადაც თქვენ ცხოვრობთ თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ საქართველოს შვილები ხართ და თქვენი სამშობლო საქართველოა“ , - მიმართა პარლამენტში მყოფ სტუმრებს გუბაზ სანიკიძემ და თითოეულ მათგანს, პარლამენტის სახელით სამახსოვროდ წიგნი - „საქართველო“ გადასცა.
მოგვიანებით, პატარებს საქართველოს პარლამენტში ექსკურსია ჩაუტარდათ.
დღესვე, სტუმრები „მოწამეთას“, „გელათს“ და „ბაგრატს“ დაათვალიერებენ და მათ მეგზურობას დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე პირადად გაუწევს.

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 31 ივლისი 2013 12:25