| ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ქსნის N19 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოშიმშილე მსჯავრდებულები მოინახულა | | ბეჭდვა | |
| ოთხშაბათი, 31 ივლისი 2013 18:59 |
|
დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას მიერ ქსნის N19 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულების მონახულების შემდეგ, პატიმრებმა შიმშილობა შეწყვიტეს. ეკა ბესელია პატიმრებს ინდივიდუალურად ესაუბრა. მისი განმარტებით, გამოიკვეთა სამი ძირითადი პრობლემა. „სამართლიანად აღნიშნავენ, რომ არის შემთხვევები, როდესაც მოსამართლეები სასჯელთა შეკრების წესის გაუქმების შემდეგ ხელახლა იხილავენ საჩივრებს და ამ გადაწყვეტილებებით ხშირად ტოვებენ ძალაში უცვლელად უკვე გამოტანილ სასჯელებს, რამდენიმე მსჯავრდებულმა მიუთითა მოსამართლე ჩემიას გვარი“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ. კომიტეტის თავმჯდომარემ განუმარტა მსჯავრდებულებს, რომ დეპუტატებს სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის უფლება არ აქვთ, მაგრამ მათი პრობლემის გახმოვანებას დაჰპირდა. |
| ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 31 ივლისი 2013 20:00 |






