სხდომის ოქმი #30

  საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომის

ოქმი N30 

13  ივნისი, 2013. 11 სთ. 
   
                                

სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე. სხდომას  ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ქანთარია ალექსანდრე,  ჩაფიძე ელისო,  ქავთარაძე გიორგი, პაპუაშვილი ზაზა, ჯაფარიძე თამაზი, საყვარელიძე ფრიდონი  ,  ხეჩინაშვილი გიორგი, რატიანი სერგო,  მეგრელიძე ომარი, ვაშაძე გიორგი, თაქთაქიშვილი ჩიორა -ადგილმონაცვლე კობა ნაყოფია, აპარატის წევრები, მასმედიის წარმომადგენლები.                                              

დღის წესრიგი

             1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: „უმაღლესი  განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვა მეორე მოსმენით.

(თამარ სანიკიძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის პირველი მოადგილე)
   2.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: „ პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვა მეორე მოსმენით.

(თამარ სანიკიძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის პირველი მოადგილე)

3.  საქართველოს პარლამენტის წევრის, თინათინ ხიდაშელის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „ადგილობრივი თვითთმმართველობის შესახებ“ და „საქართველოს დედაქალაქის-თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვა მეორე მოსმენით.
( თინათინ ხიდაშელი - საქართველოს პარლამენტის წევრი)

1. მოისმინეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის თამარ სანიკიძის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: „უმაღლესი  განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

კომიტეტის წევრებს შორის გაიმაღტა კამათი აღნიშნული კანონპროექტის იმ პუნქტის გარშემო, რომლითაც “განათლებისა და მეცნიერების მინისტრი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურას“.

კომიტეტის წევრმა სერგო რატიანმა აღნიშნული ნორმა „21-ე საუკუნის ანომალიად“ შეაფასა და მის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა.

 

ელისო ჩაფიძემ წარმოდგენილ ცვლილებასთან დაკავშირებით უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა და განმარტა, რომ მისთვის მიუღებელია ძალაუფლების თავმოყრა ერთი რომელიმე თანამდებობის პირის ხელში.

ჩიორა თაქთაქიშვილმა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის უფლების მიცემა უმაღლესი სასწავლებლის აკადემიური საბჭოებისათვის მოითხოვა.

ივანე კიღურაძის განცხადებით, ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის ყოფნის დროს უნივერსიტებს ფაქტიურად დაკარგული ჰქონდათ ავტონომიურობა და აქედან გამომდინარე, იგი აკადემიური საბჭოების გადაწყვეტილებას ვერ ენდობა: „ დარწმუნებული ვარ, რომ ეს საბჭოები ვერ გამოხატავენ უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლების აზრს, მე სრულიად ვიზიარებ შემოთავაზებულ ფორმულირებას და შესაბამისად, ვუჭერ მხარს“.

       კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა 9 მომხრე , 3 წინააღმდეგი მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონის პროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას.

2.    მოისმინეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის თამარ სანიკიძის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: „ პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

       კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა 10 მომხრე , 2 წინააღმდეგი მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონის პროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას.
  
3.   მოისმინეს პარლამენტის წევრის თინათინ ხიდაშელის მოხსენება საქართველოს პარლამენტის წევრის, თინათინ ხიდაშელის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „ადგილობრივი
  თ     თვითმმართველობის შესახებ“ და „საქართველოს დედაქალაქის-თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

          მომხსენებლის განცხადებით, ცვლილებები თბილისში და თვითმმართველ ერთეულებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის საბავშვო ბაღებში დაწესებული გადასახადისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. კანონპროექტის
           თანახმად,      წარმოდგენილი ცვლილებების ძალაში შესვლა ახალი სასწავლო წლის დასაწყისიდან მოხდება.

წარმოდგენილი კანონპროექტზე კომიტეტის წევრებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები.

ალექსანდრე ქანთარიას აზრით, მართებული იქნება თუ წარმოდგენილ აღზრდის პროგრამებს დაემატება ასევე სახელოვნებო აღზრდის პროგრამაც.

ივანე კიღურაძის აზრით, მეტად მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღების უზრუნველყოფა სრულფასოვანი კვებით.

სერგო რატიანმა გამოთქვა მოსაზრება საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის შესახებ.

კანონპროექტის ავტორმა განმარტა, რომ მონიტორინგის საფუძველზე უკვე დათვლილია ის ხარჯები, რომლის გაწევაც მოუწევს სახელმწიფოს თბილისი და რეგიონების საბავშვო ბაღებიის სრული რეაბილიტაციისათვის.

       კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა 10 მომხრე , 2 თავი შეიკავა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონის პროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას.

 

  

სხდომის თავმჯდომარე                                                                                                           ივანე კიღურაძე

 სხდომის მდივანი                                                                                                                             ლალი ლორია