| სხდომის ოქმი #31 |
|
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომის ოქმი N31 25 ივნისი, 2013წ. 17 სთ. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ქანთარია ალექსანდრე, როსტომ ხალვაში (ადგილმონაცვლე)-ქავთარაძე გიორგი, გიორგი გაჩეჩილაძე (ადგილმონაცვლე)-ჭკუასელი თეიმურაზი, პაპუაშვილი ზაზა, ჯაფარიძე თამაზი, საყვარელიძე ფრიდონი, ბუკია გიგა, ხეჩინაშვილი გიორგი, რატიანი სერგო, მეგრელიძე ომარი, აპარატის წევრები, მასმედიის წარმომადგენლები. დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების: „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს დედაქალაქის - თბილისი შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/58, 13.05.13) განხილვა პირველი მოსმენით. ( მარინე მიზანდარი - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე) ( ივანე კიღურაძე - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე) კომიტეტის წევრმა სერგო რატიანმა დაუსვა შეკითხვა კოლეგებს და სამინისტროს წარმომადგენელს თუ როგორ შეაფასებდნენ აღმაშენებლის გამზირის პროექტს, რომელიც განახორციელა თბილისის მერიამ. კომიტეტის წევრებმა გამოთქვეს მოსაზრებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, ზაზა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა რიყის პროექტს, რომელიც დეპუტატის თქმით ის პირად ტრაგედიად აღიქვამს. ასევე პაპუაშვილმა დაუსვა შეკითხვები სამინისტროს წარმომადგენელს ძველი უბნების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. მარინე მიზანდარმა აღნიშნა, რომ ძველი უბნების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო გეგმავს კერძო სექტორის დაინტერესებას და მიმდინარეობს აქტიური კომპლექსური მუშაობა აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად. ივანე კიღურაძის აზრით, ძეგლთა დაცვას უნდა ახორციელებდეს ერთი კონკრეტული ინსტიტუცია, რადგან შედეგად არ არ გვქონდეს ისეთი შედეგები, რომლებზედაც გულისტკივილით ლაპარაკობდნენ მისი კოლეგები. კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა 10 მომხრე ,1-მა თავი შეიკავა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონის პროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას. სამართლის იურიდიულ პირთან საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დაფუძნებისა და ფუნქციონირების ახალი, ეფექტური სისტემის დანერგვას. კანონპროექტის მიხედვით საქართველოს იურიდიული პირის შექმნა. წარმოდგელი კანონპროექტზე გაიმართა მსჯელობა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კომიტეტის წევრებმა: მიხეილ მახარაძემ, ომარ მეგრელიძემ, სერგო რატიანმა. სერგო რატიანის ისაუბრა ჩეხურ და უნგრულ მოდელებზე. კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა 9 მომხრე , 1წინააღმდეგი მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას. სხდომის ბოლოს კომიტეტის წევრმა ფრიდონ საყვარელიძემ გააკეთა განცხადება და აცნობა კომიტეტის წევრებს და აპარატის თანამშრომლებს, რომ 8 ივლისს კომიტეტის ეგიდით პარლამენტში გაიმართება კონფერენცია „ქართული ენა XXI საუკუნის გამოწვევები“.
სხდომის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე
სხდომის მდივანი ლალი ლორია |






