| სხდომის ოქმი #32 |
|
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომის ოქმი N32 27 ივნისი, 2013წ. 17 სთ. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ქანთარია ალექსანდრე, ელისო ჩაფიძე, ნოდარ ებანოიძე (ადგილმონაცვლე)-საყვარელიძე ფრიდონი, ომარ ნიშნიანიძე (ადგილმონაცვლე)-ჭკუასელი თეიმურაზი, პაპუაშვილი ზაზა, ჯაფარიძე თამაზი, საყვარელიძე ფრიდონი , ბუკია გიგა, ხეჩინაშვილი გიორგი, რატიანი სერგო, მეგრელიძე ომარი, აპარატის წევრები, მასმედიის წარმომადგენლები.
დღის წესრიგი ( დიმიტრი ძაგნიძე - საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი) 2. საქართველოს პარლამენტის წევრების, ზაზა პაპუაშვილისა და გედევან ფოფხაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/92,31.05.13) განხილვა მეორე მოსმენით ( ზაზა პაპუაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი)
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: „ პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/68,30.05.13) განხილვა მესამე მოსმენით. (თამარ სანიკიძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის პირველი მოადგილე)
კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა 8 მომხრე ,2 წინააღმდეგი მსჯელობის შედეგად არ გაიზიარა პრეზიდენტის შენიშვნები და გადაწყვიტეს კანონპროექტების განხილვა პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად. 2. მოისმინეს საქართველოს პარლამენტის წევრის ზაზა პაპუაშვილის მოხსენება ზაზა პაპუაშვილისა და გედევან ფოფხაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ . მომხსენებლი განმარტებით, კანონპროექტის მიღების მიზანია ,,პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10-ე მუხლში არსებულ ნორმებთან თეატრისათვის შედარებით უფრო სამართლიანი და საჭირო წესის დამკვიდრება, კერძოდ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის შერჩევა მოხდეს აღმასრულებელი ხელისუფლების, სარეკომენდაციო საბჭოსა და თეატრალური კოლექტივის ერთობლივი კონსენსუსით . კანონპროექტით ასევე ცვლილებები შედის ,,პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10-ე მუხლში, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლების სარეკომენდაციო საბჭოსა და თეატრალური კოლექტივის უშუალო მონაწილეობით მოხდება თეატრის მმართველი რგოლის შერჩევა, რაც საშუალებას იძლევა უფრო ეფექტურად და დაბალანსებულად მოხდეს საჭირო პროექტების განხორციელება და თეატრიში წარმოშობილი პრობლემების გადაწყვეტა. ასევე თეატრის მართვა. კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა 10 მომხრე ,მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას. კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა 10 მომხრე ,მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად გატანას.
სხდომის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე
სხდომის მდივანი ლალი ლორია
|






