სხდომის ოქმი #32

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომის

ოქმი N32

27  ივნისი, 2013. 17 სთ.                                      

სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე. სხდომას  ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ქანთარია ალექსანდრე, ელისო ჩაფიძე,  ნოდარ ებანოიძე (ადგილმონაცვლე)-საყვარელიძე ფრიდონი, ომარ ნიშნიანიძე (ადგილმონაცვლე)-ჭკუასელი თეიმურაზი, პაპუაშვილი ზაზა, ჯაფარიძე თამაზი, საყვარელიძე ფრიდონი  ,  ბუკია გიგა, ხეჩინაშვილი გიორგი, რატიანი სერგო,  მეგრელიძე ომარი, აპარატის წევრები, მასმედიის წარმომადგენლები.                                  

 

  დღის წესრიგი

  1საქართველოს პრეზიდენტის მიმართვის საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წლის 31 მაისს მიღებულ და ხელმოსაწერად წარმოდგენილ  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს კანონის პროექტს, „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს და „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის (07-1/65, 25.06.13) შენიშვნებით დაბრუნების თაობაზე განხილვა.

( დიმიტრი ძაგნიძე - საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი) 

 2.  საქართველოს პარლამენტის წევრების, ზაზა პაპუაშვილისა და გედევან ფოფხაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/92,31.05.13) განხილვა მეორე მოსმენით

( ზაზა პაპუაშვილი - საქართველოს პარლამენტის  წევრი)

 

 3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: „ პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/68,30.05.13) განხილვა მესამე მოსმენით.

(თამარ სანიკიძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

 

მინისტრის პირველი მოადგილე)


1. მოისმინეს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი ძაგნიძის მოხსენება )   საქართველოს პრეზიდენტის მიმართვის საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წლის 31 მაისს მიღებულ და ხელმოსაწერად წარმოდგენილ  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს კანონის პროექტს, „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს და „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის (07-1/65, 25.06.13) შენიშვნებით დაბრუნების თაობაზე. როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა ელისო ჩაფიძემ განაცხადა, მართლაც შეშფოთების საგანია, როცა უკვე არჩეულ სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილება უწყდება, მაგრამ ავტორებმა თავის დროზე გაიზიარეს ის მოსაზრება, რომ ეს პროცესი არჩევნების ციკლს არ დაემთხვას და ახალი სამეურვეო საბჭოს არჩევა 2014 წლიდან მოხდება. საკითხის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს კომიტეტის წევრებმა: ივანე კიღურაძემ, მიხეილ  მახარაძემ, ალექსანდრე ქანთარიამ, ომარ მეგრელიძემ, გიორგი ქავთარაძემ. ომარ მეგრელიძემ და მიხეილ მახარაძემ ისაუბრეს აჭარის ტელევიზიის მოდელზე. ივანე კიღურაძემ აღნიშნა, რომ კანონპროექტზე მუშაობა და მისი დეტალური განხილვა მიმდინარეობდა დიდი ხნის მანძილზე. მისი აზრით, ტელევიზია არსებობს ხალხის ფულით და ის სრულიად ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ შესაძლებელია და პარლამენტი უფლებამოსილია ნდობა არ გამოუცხადოს სამეთვალყურეო საბჭოს.

 კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა  8 მომხრე ,2 წინააღმდეგი მსჯელობის შედეგად არ გაიზიარა პრეზიდენტის შენიშვნები და გადაწყვიტეს კანონპროექტების განხილვა პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად.  2. მოისმინეს საქართველოს პარლამენტის წევრის ზაზა პაპუაშვილის მოხსენება  ზაზა პაპუაშვილისა და გედევან ფოფხაძის  მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ . მომხსენებლი განმარტებით,  კანონპროექტის მიღების მიზანია ,,პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10-ე მუხლში  არსებულ  ნორმებთან   თეატრისათვის შედარებით  უფრო    სამართლიანი  და საჭირო წესის დამკვიდრება, კერძოდ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის შერჩევა მოხდეს აღმასრულებელი ხელისუფლების, სარეკომენდაციო საბჭოსა და თეატრალური კოლექტივის ერთობლივი კონსენსუსით . კანონპროექტით ასევე ცვლილებები შედის ,,პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10-ე მუხლში, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლების სარეკომენდაციო საბჭოსა და  თეატრალური კოლექტივის უშუალო მონაწილეობით მოხდება თეატრის მმართველი რგოლის შერჩევა, რაც საშუალებას იძლევა  უფრო ეფექტურად და დაბალანსებულად მოხდეს  საჭირო პროექტების განხორციელება და თეატრიში წარმოშობილი პრობლემების გადაწყვეტა. ასევე თეატრის მართვა.

      კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა 10 მომხრე ,მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე  მოსმენით განსახილველად გატანას.

3.     განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის თამარ სანიკიძის მოხსენება  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის:
        „ პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ .
 

       კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა 10 მომხრე ,მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე  მოსმენით განსახილველად გატანას.

 

 

სხდომის თავმჯდომარე                                                                                                        ივანე კიღურაძე

 

სხდომის მდივანი                                                                                                                             ლალი ლორია