სხდომის ოქმი #33

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომის

ოქმი N33 

28  ივნისი, 2013. 15 სთ. 
   
                                 

სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე. სხდომას  ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ქანთარია ალექსანდრე, პაპუაშვილი ზაზა, ჯაფარიძე თამაზი, საყვარელიძე ფრიდონი,  ბუკია გიგა, ხეჩინაშვილი გიორგი, რატიანი სერგო, აპარატის წევრები, მასმედიის წარმომადგენლები.                                          

დღის წესრიგი

 

1.  საქართველოს პარლამენტის წევრების, ზაზა პაპუაშვილისა და გედევან ფოფხაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/92,31.05.13) განხილვა მესამე მოსმენით.  

( ზაზა პაპუაშვილი - საქართველოს პარლამენტის  წევრი)

 

2.   საქართველოს პარლამენტის წევრის ივანე კიღურაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/93, 06.06.13) განხილვა მეორე მოსმენით.

( ივანე კიღურაძე - საქართველოს პარლამენტის  განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე)

1.  მოისმინეს საქართველოს პარლამენტის წევრის ზაზა პაპუაშვილის მოხსენება  ზაზა პაპუაშვილისა და გედევან ფოფხაძის  მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ . მომხსენებლი განმარტებით,  კანონპროექტის მიღების მიზანია ,,პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10-ე მუხლში  არსებულ  ნორმებთან   თეატრისათვის შედარებით  უფრო    სამართლიანი  და საჭირო წესის დამკვიდრება, კერძოდ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის შერჩევა მოხდეს აღმასრულებელი ხელისუფლების, სარეკომენდაციო საბჭოსა და თეატრალური კოლექტივის ერთობლივი კონსენსუსით . კანონპროექტით ასევე ცვლილებები შედის ,,პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10-ე მუხლში, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლების სარეკომენდაციო საბჭოსა და  თეატრალური კოლექტივის უშუალო მონაწილეობით მოხდება თეატრის მმართველი რგოლის შერჩევა, რაც საშუალებას იძლევა  უფრო ეფექტურად და დაბალანსებულად მოხდეს  საჭირო პროექტების განხორციელება და თეატრიში წარმოშობილი პრობლემების გადაწყვეტა. ასევე თეატრის მართვა.

კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა 9 მომხრე ,მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე  მოსმენით განსახილველად გატანას.

2.   მოისმინეს საქართველოს პარლამენტის წევრის ივანე კიღურაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.   მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიღება განპირობებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის აუცილებლობით, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დაფუძნებას დამოუკიდებელი იურიდიული პირების სახით.  კანონპროექტის მიზანია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესაძლებლობის უზრუნველყოფა, რაც თავის მხრივ ემსახურება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დაფუძნებისა და  ფუნქციონირების ახალი, ეფექტური სისტემის დანერგვას. კანონპროექტის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელი იქნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნა.

კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა 9 მომხრე ,მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე  მოსმენით განსახილველად გატანას.

 

სხდომის თავმჯდომარე                                                                                                       ივანე კიღურაძე

 

სხდომის მდივანი                                                                                                                             ლალი ლორია