სხდომის ოქმი #34

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომის

ოქმი N34

9 ივლისი, 2013. 15 სთ.                                      

სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე. სხდომას  ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ქანთარია ალექსანდრე,  ქავთარაძე გიორგი, თამაზ ავდალიანი (ადგილმონაცვლე)-ჭკუასელი თეიმურაზი, გელა გელაშვილი (ადგილმონაცვლე) - პაპუაშვილი ზაზა, ჯაფარიძე თამაზი, საყვარელიძე ფრიდონი,  ხეჩინაშვილი გიორგი, გიორგი კახიანი, რატიანი სერგო,  მეგრელიძე ომარი, აპარატის წევრები, მასმედიის წარმომადგენლები.                                          

 

დღის წესრიგი

 

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების: „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს დედაქალაქის - თბილისი შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/58, 13.05.13) განხილვა მეორე მოსმენით.

( მარინე მიზანდარი - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე)

 1. მოისმინეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის მარინე მიზანდარის მოხსენება ბელ სამუშაოებზე ნებართვის გაცემას მხოლოდ ქალაქის თვითმართველობა ახორციელებს და აღნიშნულ პროცესში სამინისტრო და მისი ექსპერტები სრულყოფილ მონაწილეობას ვერ იღებენ. წარმოდგენილი ცვლილებებით კი ნებართვის გაცემას, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, ასევე თბილისშიც ადგილობრივი თვითმართველობა სამინისტროსთან შეთანხმებით განახორციელებს. რაც შეეხება, ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების და მოხსნის ფუნქციას, მას სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობა შეასრულებს. საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს როგორც პარლამენტის წევრებმა , ასევე თბილისის მერიის თანამშრომლებმაც.

მარინე მიზანდარმა აღნიშნა, რომ ძველი უბნების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო გეგმავს კერძო სექტორის დაინტერესებას და მიმდინარეობს აქტიური კომპლექსური მუშაობა აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად.

       კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა  11 მომხრე ,2-მა თავი შეიკავა   მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონის პროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას.

 

სხდომის თავმჯდომარე                                                                                                              ივანე კიღურაძე

 

სხდომის მდივანი                                                                                                                             ლალი ლორია