| სხდომის ოქმი #35 |
|
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გაერთიანებული სხდომის ოქმი N35 11 ივლისი, 2013წ. 15 სთ.
სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ქანთარია ალექსანდრე, ელისო ჩაფიძე, ფრიდონ საყვარელიძე, ქავთარაძე გიორგი, პაპუაშვილი ზაზა, ჯაფარიძე თამაზი, საყვარელიძე ფრიდონი , ზურაბ ზვიადაური (ადგილმონაცვლე)-თეიმურაზ ჭკუასელი, ხეჩინაშვილი გიორგი, მახარაძე მიხეილი, რატიანი სერგო, მეგრელიძე ომარი, აპარატის წევრები, მასმედიის წარმომადგენლები. დღის წესრიგი
1.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ განხილვა (ზვიად ოქროპირიძე - შსს იურიდიული სამმართველოს უფროსი)
2.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების: „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ““ და „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვა მესამე მოსმენით.
(მარინე მიზანდარი - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე) 3.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების: „უმაღლესი განათლების შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ზოგადი განათლების შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“განხილვა პირველი მოსმენით. (თამარ სანიკიძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე)
4.საქართველოს პარლამენტის წევრის, თინათინ ხიდაშელის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „ადგილობრივი თვითთმმართველობის შესახებ“ და „საქართველოს დედაქალაქის-თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვა მესამე მოსმენით. ( თინათინ ხიდაშელი - საქართველოს პარლამენტის წევრი)
5.საქართველოს პარლამენტის წევრის ივანე კიღურაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვა მესამე მოსმენით.
( ივანე კიღურაძე - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე)
1.მოისმინეს შსს იურიდიული სამმართველოს უფროსის ზვიად ოქროპირიძის მოხსენება წარმოდგენილ კანონპროექტზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ . მომხსენებელმა განმარტა, რომ მკაცრი ადმინისრაციული სახდელები დაწესდება ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობის წესების დარღვევისათვის, არასრულწლოვანის დათრობისთვის, საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ მდგომარეობაში ყოფნისთვის, სამართალდამცველთათვის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და სხვა ადმინისტრაციული დარღვევებისთვის. კანონპროექტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ზოგიერთ შემთხვევაში ამკაცრებს, ზოგ შემთხვევაში კი ამსუბუქებს პასუხისმგებლობას. კანონპროექტი კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს, დეპუტატებმა არსებითი შენიშვნები გამოთქვეს, რომლებიც ინიციატორმა უნდა გაითვალისწინოს მეორე მოსმენისთვის.
კომიტეტმა გადაწყვიტა: 10 მომხრე , 2-მა თავი შეიკავა კომიტეტმა დაუჭირა წარმოდგენილი კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას.
2.მოისმინეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის მარინე მიზანდარის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების: „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს დედაქალაქის - თბილისი შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მომხსენებლის განცხადებით, 2009 წელს მიღებული ცვლილებების შედეგად ქალაქ თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე განსახორციელებელ სამუშაოებზე ნებართვის გაცემას მხოლოდ ქალაქის თვითმართველობა ახორციელებს და აღნიშნულ პროცესში სამინისტრო და მისი ექსპერტები სრულყოფილ მონაწილეობას ვერ იღებენ. წარმოდგენილი ცვლილებებით კი ნებართვის გაცემას, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, ასევე თბილისშიც ადგილობრივი თვითმართველობა სამინისტროსთან შეთანხმებით განახორციელებს. რაც შეეხება, ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების და მოხსნის ფუნქციას, მას სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობა შეასრულებს. კომიტეტმა გადაწყვიტა: 10 მომხრე , 2-მა თავი შეიკავა კომიტეტმა დაუჭირა წარმოდგენილი კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად გატანას. 3.მოისმინეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ სანიკიძის მოხსენება ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და ,,სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტის შესაბამისად სსიპ - გამოცდების ეროვნულ ცენტრს ეცვლება სახელი - სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. აღნიშნული ცვლილება გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ სსიპ - გამოცდების ეროვნულ ცენტრს 2012 წლის ივლისში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 27 ივლისის N147/ნ ბრძანებით დაუბრუნდა საერთაშორისო და ეროვნული შეფასებების ჩატარების შესაძლებლობა. კერძოდ, თავდაპირველად სსიპ - გამოცდების ეროვნულ ცენტრის სახელწოდება იყო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. შემდგომ, ვინაიდან ეროვნული შეფასების ფუნქცია გადაეცა სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს, ცენტრს გადაერქვა სახელი. ამჟამად, სსიპ - გამოცდების ეროვნული ცენტრი ისევ უფლებამოსილია განახორციელოს ეროვნულ შეფასება და საერთაშორისო კვლევები (უფრო კონკრეტულად, ცენტრი საშუალო განათლების სხვადასხვა საფეხურზეატარებს ეროვნულ შეფასებებს, რომელთა მიზანს წარმოადგენს სასწავლო პროცესის შეფასება, რაც განათლების ხარისხის მონიტორინგის, სასწავლო პროცესში არსებული მიღწევებისადა ხარვეზების თუ მასზე მოქმედი ძირითადი ფაქტორების გამოვლენის საშუალებაა; ეროვნული შეფასების საფუძველზე ცენტრი შეიმუშავებს კვლევაზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს სასწავლო პროცესის სრულყოფისათვის და აწვდის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. ამასთან, ცენტრი მონაწილეობას იღებს საერთაშორისო კვლევებში, რომლებიც საგანმანთლებლო სისტემაში არსებული მიღწევების გლობალურ კონტექსტში ანალიზის საშუალებას იძლევა. ცენტრი საერთაშორისო კვლევებზე დაფუძნებით ამზადებს რეკომენდაციებს, რომლებსაც აწვდის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს). ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია სსიპ - გამოცდების ეროვნულ ცენტრს შეეცვალოს სახელწოდება და დაერქვას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. სახელის შეცვლასთან ერთად აუცილებელია ზემოაღნიშნული საქმიანობის განხორციელების უფლება განესაზღვროს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით და არა მხოლოდ ცენტრისთვის განსაზღვრული დებულებით. ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის შესაბამისად სსიპ - გამოცდების ეროვნულ ცენტრს ეცვლება სახელი – სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. აღნიშნული ცვლილება გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ სსიპ - გამოცდების ეროვნულ ცენტრს 2012 წლის ივლისში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 27 ივლისის N147/ნ ბრძანებით დაუბრუნდა საერთაშორისო და ეროვნული შეფასებების ჩატარების შესაძლებლობა. კერძოდ, თავდაპირველად სსიპ - გამოცდების ეროვნულ ცენტრის სახელწოდება იყო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. შემდგომ, ვინაიდან ეროვნული შეფასების ფუნქცია გადაეცა სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს, ცენტრს გადაერქვა სახელი. ამჟამად, სსიპ - გამოცდების ეროვნული ცენტრი ისევ ახორციელებს ეროვნულ შეფასებასა და საერთაშორისო კვლევებს. კერძოდ, ცენტრი საშუალო განათლების სხვადასხვა საფეხურზე ატარებს ეროვნულ შეფასებებს, რომელთა მიზანს წარმოადგენს სასწავლო პროცესის შეფასება, რაც განათლების ხარისხის მონიტორინგის, სასწავლო პროცესში არსებული მიღწევებისა და ხარვეზების თუ მასზე მოქმედი ძირითადი ფაქტორების გამოვლენის საშუალებაა; ეროვნული შეფასების საფუძველზე ცენტრი შეიმუშავებს კვლევაზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს სასწავლო პროცესის სრულყოფისათვის და აწვდის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. ამასთან, ცენტრი მონაწილეობას იღებს საერთაშორისო კვლევებში, რომლებიც საგნმანთლებლო სისტემაში არსებული მიღწევების გლობალურ კონტექსტში ანალიზის საშუალებას იძლევა. ცენტრი საერთაშორისო კვლევებზე დაფუძნებით ამზადებს რეკომენდაციებს, რომლებსაც აწვდის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. აგრეთვე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ეროვნული სასწავლო გეგმებით განსაზღვრულ საგანში გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს არარსებობის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოს გამოყენება, უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის სრულყოფას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია სსიპ - გამოცდების ეროვნულ ცენტრს შეეცვალოს სახელწოდება და დაერქვას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, ხოლო ეროვნულ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგანში გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს არ არსებობის შემთხვევაში, სკოლამ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა განახორციელოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმენული სახელმძღვანელოთი. ,,სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის შესაბამისად იცვლება სსიპ – გამოცდების ეროვნული ცენტრის სახელწოდება და მე-10 მუხლის მე-7 პუნქტში ნაცვლად ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრისა“ გამოყენებულია ტერმინი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.“
კომიტეტმა გადაწყვიტა: 10 მომხრე , 2-მა თავი შეიკავა კომიტეტმა დაუჭირა წარმოდგენილი კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.
4.მოისმინესსაქართველოს პარლამენტის წევრის თინათინ ხიდაშელის მოხსენება საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტებზე: ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ . კომიტეტმა გადაწყვიტა: 10 მომხრე , 2-მა თავი შეიკავა კომიტეტმა დაუჭირა წარმოდგენილი კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად გატანას.
5. მოისმინეს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ივანე კიღურაძის მოხსენება საქართველოს პარლამენტის წევრის ივანე კიღურაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტ: ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ . კანონპროექტის განხილვის დროს, კომიტეტის წევრების მიერ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა.
კომიტეტმა გადაწყვიტა: 10 მომხრე , 2-მა თავი შეიკავა კომიტეტმა დაუჭირა წარმოდგენილი კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად გატანას.
სხდომის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე
სხდომის მდივანი ლალი ლორია |






