სხდომის ოქმი #36

საქართველოს პარლამენტის

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გასვლითი სხდომის

ოქმი N36

 

 

16  ივლისი, 2013. 15 სთ.                                      საქართველოს მეცნიერებათა აკადემია

 

სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე. სხდომას  ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ქანთარია ალექსანდრე,   პაპუაშვილი ზაზა, ჯაფარიძე თამაზი,  მახარაძე მიხეილი, კახიანი გიორგი, კოპალიანი კარლო (ადგილმონაცვლე) - ჭკუასელი თეიმურაზი,  აპარატის წევრები, მასმედიის წარმომადგენლები, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრები.

 

დღის წესრიგი

 

1.საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის პროექტის განხილვა. (საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია) 

1.მოისმინეს კანონმდებლების და მეცნიერების გამოსვლები საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის პროექტის შესახებ. აღინიშნა, რომ კანონპროექტის შემუშავებაზე აკადემიაში სპეციალური კომისია მუშაობდა, რომლის თავმჯდომარე აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძეა, ხოლო წევრები ცნობილი ენათმეცნიერები და იურისტები. კანონპროექტით „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონი აუცილებლად უნდა ჰქონდეს ქვეყანას, რადგან ეს წარმოადგენს სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ საფუძველს. გარდა ამისა, უნდა არსებობდეს სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც გააკონტროლებენ კანონის აღსრულების საკითხს და დაიცავენ ქართული ენის სიწმინდეს, კერძოდ, შეიქმნება სახელმწიფო ენის მუდმივმოქმედი კომისია, რომლის თავმჯდომარეც საქართველოს პრეზიდენტი იქნება და ასევე აუცილებლად უნდა შეიქმნას ენის დეპარტამენტი.

საკითხზე გაიმართა მსჯელობა რომელშიც მონაწილეობდნენ კომიეტეტის წევრები და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები.

აკადემიის პრეზიდენტმა ოთარ კვესიტაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრებს, ისაუბრა და აღნიშნა, რომ  წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო ენის  შესახებ“ დაარეგულირებს და ხელს შეუწყობს პრობლემების მოგვარებას, რომლებიც არსებობს ქვეყანაში სახელმწიფო ენასთან მიმართებაში.

თამაზ გამყრელიძემ ისაუბრა კანონპროექტის მნიშვნელობაზე და გაახსენა დამსწრე საზოგადოებას, რომ ქართული ენა, როგორც სახელმწიფო ენა გამოცხადდა საქართველოს პარლამენტში შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს.

 

ავთანდილ არაბულმა ისაუბრა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლის მოგვარებაც გათვალისწინებულია შემოთავაზებული კანონპროექტით. მაგალითად მოიყვანა საფრანგეთის რესპუბლიკაში არსებული კანონი ენის შესახებ. რომელმაც დაარეგულია ქვეყანაში არსებული მსგავსი პრობლემები სახელმწიფო ენასთან მიმართებაში.

ივანე კიღურაძის აზრით, აუცილებელია   სახელმწიფო ენის დაცვა საკანონმდებლო დონეზე. სახელმწიფო ენა ფუნქციონირებს ყველა სფეროში, თუმცა დღეს   გაჩნდა „თეთრი ლაქები“გარკვეულ სფეროებში , სადაც შეიზღუდა ქართული ენის არეალი. მეცნიერებაში უცხოენოვანმა კვლევებმა გამოიწვია სახელმწიფო ენის „კოროზია“. დამკვიდრდა ისეთი ტერმინები, რომლებიც ადრე ბარბარიზმად ითვლებოდა.

ალექსანდრე ქანთარიამ ხაზი გაუსვა კანონპროექტის მნიშვნელობას, მან აღნიშნა, რომ ჩართული იყო და მონაწილეობდა კანონპროექტის შემუშავების პროცესში. მისი აზრით შემოთავაზებული კანონპროექტი დაარეგულირებს ბევრ პრობლემას, რომელიც არსებობს სახელმწიფო ენასთან მიმართებაში.

ლევან ღვინჯილიამ შემოთავაზებულ კანონპროექტს უწოდა „პოლიტპატიმარი“, რომელიც 2004 წლიდან პრეზიდენტს ყავდა დაპატიმრებული. ასევე ისაუბრა კანონპროექტის შემუშავების ხანგრძლივ პროცესსა და ისტორიაზე.

აპოლონ სილაგაძემ ისაუბრა საკითხის აქტუალურობაზე. სახელმწიფოს მთავარი ნიშანია- ენაა.

ელიზბარ ჯაველიძის აზრით, უცხოეთის მოქალაქეებს, რომლებიც დროებით ცხოვრობენ საქართველოში, უნდა მოეთხოვებოდეთ სახელმწიფო ენას პატივისცემა  და მისი ცოდნა გარკვეულ დონეზე.

ლადო პაპავამ აღნიშნა, რომ აუცილებელია შეიქმნას სახელმწიფო ენის მუდმივი სახელმწიფო კომისია.

თამარ ვაშაკიძემ ისაუბრა ნორმატიული ლექსიკონების შექმნის აუცილებლობაზე. 

გიორგი კახიანმა მოიწონა შემოთავაზებული კანონპროექტი და აღნიშნა, რომ აუცილებელია კანონი კონსტიტუციასთან იყოს შესაბამისობაში.

მიხეილ მახარაძემ გაამახვილა ყურადღება არაქართულენოვან  წარწერებზე.

გუჩა კვარაცხელიამ მადლობა გადაუხადა კომიტეტს და აღნიშნა, რომ კანონის მიღების შემთხვევაშიც  ბევრი  საკითხი სახელმწიფოს მუდმივი ზრუნვის საგანი იქნება,ამიტომ პირველ რიგში უნდა მოხდეს სახელმწიფო ენის კომისიის აღდგენა.

ჯუმბერ ლომინაშვილმა მოუწოდა სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს მიაქციონ ყურადღება არაქართულ ტერმინოლოგიას. 

1. კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა ერთხმად  დაუჭირა მხარი წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის პროექტის საკანონდებლო ინიციატივის განახორციელებას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ. 

 

 

სხდომის თავმჯდომარე                                                                                 ივანე კიღურაძე

 

 

სხდომის მდივანი                                                                                                          ლალი ლორია