სხდომის ოქმი #37

 

საქართველოს პარლამენტის

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გაერთიანებული სხდომის

ოქმი N37

 

23  ივლისი, 2013. 17 სთ.                                      საქართველოს პარლამენტი,

       სხდომათა დარბაზი N306

  

სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე. სხდომას  ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ქანთარია ალექსანდრე,  შოთა ხაბარელი(ადგილმონაცვლე)- ჩაფიძე ელისო,  ლერი ხაბელოვი (ადგილმონაცვლე) - ქავთარაძე გიორგი, პაპუაშვილი ზაზა, ჯაფარიძე თამაზი, კახიანი გიორგი, საყვარელიძე ფრიდონი  ,  კარლო კოპალიანი (ადგილმონაცვლე)-თეიმურაზ ჭკუასელი, ხეჩინაშვილი გიორგი, მეგრელიძე ომარი, ლონდარიძე ტარიელი, აპარატის წევრები, მასმედიის წარმომადგენლები.                                            

 

 დღის წესრიგი 

 

1.საქართველოს პარლამენტის წევრის, კობა დავითაშვილის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „მავნე ზეგავლენისაგან არასწრულწლოვანთა დაცვის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ , „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვა.

(კობა დავითაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი)

 

 

2.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: „უმაღლესი  განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვა მესამე მოსმენით.

(დავით ლომინაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი)

1.მოისმინეს საქართველოს პარლამენტის წევრის, კობა დავითაშვილის მოხსენება წარმოდგენილ კანონპოროექტებზე მავნე ზეგავლენისაგან არასწრულწლოვანთა დაცვის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შესახებ . მომხსენებელმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით, იკრძალება არასრულწლოვანთა ფიზიკურ, გონებრივ, ზნეობრივ, ინტელექტუალურ ან სულიერ განვითარებაზე მავნე ზეგავლენის მომხდენი პროგრამების განთავსება ან საჯარო ინფორმაციის მიწოდება იმ დროს, როცა მათ მიერ ამ პროგრამების ან ინფორმირების ნახვის ან მოსმენის დიდი ალბათობა არსებობს. ასევე, ისეთი ჟურნალ-გაზეთების და მსგავსი სახის ნაბეჭდი პროდუქციის მიყიდვა, რომელიც მათზე მავნე ზეგავლენის მომხდენი სექსუალური ურთიერთობის ამსახველ მასალას მოიცავს. ინიციატორისა განმარტებით, ასევე აღნიშნული აკრძალვა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში თუ მისი შინაარსი მხოლოდ მოვლენების ამსახველ პოლიტიკური, სოციალური, რელიგიური ან მიმოხილვითი ხასიათის ინფორმაციას მოიცავს.

წარმოდგენილი კანონპროექტზე კომიტეტის წევრებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები.

ტარიელ ლონდარიძემ დასვა შეკითხვა, ეფუძნებოდა  თუ არა კანონპროექტის შემუშავება რაიმე სახის კვლევის შედეგებს და ფსიქოლოგების დასკვნებს და ასევე,  რა გარემოებამ გახადა საჭირო კანონში ასეთი ტიპის ცვლილებების შეტანის  აუცილებლობა. 

ფრიდონ საყვარელიძემ აღნიშნა, რომ შემოთავაზებული კანონი მთლიანად ვერ აღმოფხვრის და მოაგვარებს არსებულ პრობლემებს, მაგრამ მისი აზრით შემცირდება მასშტაბები. 

კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა 9 მომხრე , 4-მა თავი შეიკავა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონის პროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას. 

2.მოისმინეს  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის დავით ლომინაშვილის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: „უმაღლესი  განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

მომხსენებელმა  ისაუბრა წარმოდგენილ კანონპროექტზე, ასევე განიხილეს კომიტეტის წევრის გიორგი კახიანის მიერ  კანონპროექტის მე-2 მუხლის ახალ რედაქცია,

ამ მუხლს დამატაქვს მე-2 და მე-3 პუნქტები, რაც სრულ და ასისტენტ პროფესორებს ეხებათ.

  

კომიტეტმა გადაწყვიტა:  10 მომხრე , 2-მა თავი შეიკავა კომიტეტმა დაუჭირა წარმოდგენილი კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად გატანას.

 

სხდომის თავმჯდომარე                                                                ივანე კიღურაძე

 

სხდომის მდივანი                                                                           ლალი ლორია