| სხდომის ოქმი #38 |
|
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომის ოქმი N38
29 ივლისი, 2013წ. 11 სთ.
სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ქანთარია ალექსანდრე, თამაზ ავდალიანი (ადგილმონაცვლე)-ქავთარაძე გიორგი, ჭკუასელი თეიმურაზი, პაპუაშვილი ზაზა, ჯაფარიძე თამაზი, საყვარელიძე ფრიდონი ხეჩინაშვილი გიორგი, ლონდარიძე ტარიელი, კახიანი გიორგი, მახარაძე მიხეილი, მეგრელიძე ომარი, აპარატის წევრები, მასმედიის წარმომადგენლები.
( დავით ლომინაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი)
1.მოისმინეს საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის დავით ლომინაშვილის მოხსენება ად გარდაიქმნება. ასევე მომხსენებელმა განმარტა, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარებასთან ერთად ეროვნულ შეფასებებს და საერთაშორისო კვლევებს განახორციელებს. სხდომაზე მუხლობრივი განხილვისას კომიტეტის წევრებს მოსაზრებები და შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა 13 მომხრე მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონის პროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას.
სხდომის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე
სხდომის მდივანი ლალი ლორია |






