სხდომის ოქმი #39

საქართველოს პარლამენტის

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომის

ოქმი N39

 

30  ივლისი, 2013. 11 სთ.

სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე. სხდომას  ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ქანთარია ალექსანდრე, ჩაფიძე ელისო, თამაზ ავდალიანი (ადგილმონაცვლე)-ჭკუასელი თეიმურაზი, პაპუაშვილი ზაზა, ჯაფარიძე თამაზი, საყვარელიძე ფრიდონი  ხეჩინაშვილი გიორგი, ლონდარიძე ტარიელი,  მახარაძე მიხეილი, მეგრელიძე ომარი, აპარატის წევრები, მასმედიის წარმომადგენლები.

დღის წესრიგი

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ , „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განხილვა მესამე მოსმენით. 

 

( დავით ლომინაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი)

 

1.მოისმინეს საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის დავით ლომინაშვილის მოხსენება  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ , „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

კანონპროექტების  განხილვის დროს, კომიტეტის წევრების მიერ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა.

კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა  11 მომხრე    მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონისპროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად გატანას.

 

 

სხდომის თავმჯდომარე                                                                               ივანე კიღურაძე

 

სხდომის მდივანი                                                                                             ლალი ლორია