სხდომის ოქმი #5

saqarTvelos parlamentis agrarul sakiTxTa komitetis sxdomis 
          oqmi #5

2012 წლის 30 ნოემბერი

 

 

სხდომ თავმჯდომარე:       გიგლა აგულაშვილი  (კომიტეტის თავმჯდომარე)

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: . აგულაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე, გ. სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თ. ყაჭეიშვილი, - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გ. ბუკია, გ. გელაშვილი, გ. გოზალიშვილი, ვ.ლემონჯავა, დ. ლორთქიფანიძე,  გ. ქავთარაძე, რ. შავლოხაშვილი.

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: გ. ღვინიაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რ. ხალვაში, . ჯანაშია.

სხდომას არასაპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: ლ. ქარდავა, პ. ცისკარიშვილი.

აპარატის თანამშრომლები: . ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, ს. უროტაძე, . ქიტიაშვილი.

მოწვეული სტუმრები:  დ. შერვაშიძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, კ. ხუცაიძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, თ. ხიდაშელი - საქართველოს პარლამენტის წევრი, რ. ბაბუნაშვილი - საქართველოს მემამულეთა კავშირის თავმჯდომარე, ნ. ბაღათურია - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მ. ჯორჯაძე - „ელკანას“ წარმომადგენელი, ა. ჯაფარიძე - შპს „ხვანჭკარას“ დირექტორი, ზ. ხატიაშვილი - „კავკასიის გენეტიკის“ დირექტორი, კ. ლაშხი, ბ. გონაშვილი, ა. ლეკაშვილი და სხვ. - ფერმერები, ასევე, მეცნიერები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 დღის წესრიგი

 1. ინფორმაცია - „აგრარულ სექტორში არსებული პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები“.

(მომხსენებელი: გ. აგულაშვილი - საქართველოს პარლამენტის აგრარულ  საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე).

I.მოისმინეს:

გ. აგულაშვილის ინფორმაცია აგრარულ სექტორში არსებული პრობლემების თაობაზე, კერძოდ, იმ საკომუნიკაციო დეფიციტზე, რომელიც არსებობდა ბოლო 9 წლის განმავლობაში. მან აღნიშნა, რომ  სურს დაიწყოს დიალოგი ფერმერებთან იმ პრობლემებზე, რომლებიც ამ პერიოდში დაგროვდა. ისაუბრა საკითხებზე, რომლებზეც კომიტეტში მუშაობა მიმდინარეობს. საქმე შეეხება, ფერმერთა ნებაყოფლობით გაერთიანებებს, ფერმერთა ჯგუფებს, კოოპერაციებს. ასევე ისაუბრა იმაზე, რომ  ამა წლის 26 ივნისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვით  უცხოელებს მიეცათ საკუთრების უფლება სასოფლო-სამეურნეო მიწებზე. ეს თემა ძალიან აქტუალურია.  ევროკავშირის ახალმა წევრმა ქვეყნებმა, გამოაცხადეს გარკვეული ვადით მორატორიუმი უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვაზე. აგრარულ საკითხთა კომიტეტი აქტიურად  მუშაობს ამ მიმართულებით.

აზრი გამოთქვეს:

1. რ. ბაბუნაშვილი: „საქართველოს მემამულეთა კავშირი შეიქმნა 1992 წელს, რომელიც აერთიანებს 30000 მიწათმოქმედს. მას აქვს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც ყოველდღიურად არასეზონურ პერიოდში მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით ემსახურება100-მდე, ხოლო სეზონის დროს - 150-200-მდე მიწის მესაკუთრეს და სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირს. ჩვენი კავშირი არასამთავრობო ორგანიზაციაა, ოღონდ იგი მხარს დაუჭერს იმ პროგრამებს და პროექტებს, რომლებიც მყისეულად გარდაქმნის სოფლის მეურნეობას და მკვეთრად აამაღლებს ხალხის კეთილდღეობას. პირველ რიგში, უნდა შევაჩეროთ მიწების ყიდვა-გაყიდვა. მეორე, უნდა შევქმნათ სასოფლო-სამეურნეო მიწის აუქციონი. რაც მთავარია, უნდა შევქმნათ მთავრობის, კერძო ბანკების, ადგილობრივი და უცხოეთში მყოფი ბიზნესმენების დახმარებით სასოფლო-სამეურნეო მიწის ფონდი. 2013 წელი უნდა გამოცხადდეს სასოფლო-სამეურენო და არასასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციის წლად. მეცხოველეობაში გვაქვს სერიოზული პრობლემა. გავრცელებულია ბრუცელოზი, თურქული და სხვა დაავადებები. გადასახედია საძოვრების პრივატიზების საკითხი. სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტური გამოყენება შეუძლებელია სარწყავი სისტემების რეაბილიტაციის გარეშე.

2. ნ. ბაღათურია: აგრარული სექტორი მოითხოვს დივერსიფიკაციას. უნდა დავიწყოთ შაქრის (თხევადი) წარმოება ადგილობრივი რესურსებით. ყურძენთან დაკავშირებით არის პრობლემები. ეს არის საექსპორტო პროდუქტი. რუსეთის ბაზარი მისაღები იყო მაშინ, როდესაც იქ არ იყო ფრანგული, იტალიური ღვინოები. დღეს კი მაღალი კონკურენციაა. ნატურალურ საღებავებს რაც შეეხება, აუცილებელია პექტინის მწარმოებელი ქარხანა-საწარმო არსებობდეს, რადგან პექტინზე ყოველწლიურად მოთხოვნა იზრდება.

3. გ. აგულაშვილი: გეთანხმებით, რომ რუსეთის ბაზრის გახსნა არ იქნება პანაცეა, რადგან მისი მოთხოვნები შეიცვალა. ადრე არაკონკურენტუნარიანი იყო, დღეს რუსეთის ბაზარზე იყიდება მაღალი და დაბალი ხარისხის ღვინოები, ღვინის ელჩები მუშაობენ ამაზე.

4. ნ.ბერიანიძე: აუცილებელია კოოპერატივების ჩამოყალიბება საქართველოში, მათ უნდა ქონდეთ თავიანთი ტექნიკა, ხელმძღვანელობა შეირჩეს ნორმალური, საჭიროა მოხდეს სუპერელიტური თუ არა, ელიტური თესლის დათესვა. სიღნაღში 4000 ჰექტარი აქვთ იდოელებს ნაყიდი. შემოვიდნენ უცხოელები, კი ბატონო, მაგრამ მიეცეთ გრძელვადიანი იჯარა. სიფრთხილე უნდა ამ საკითხს. დიზელი  ნაკლებ ფასში იქნებ შემოვიტანოთ ფერმერებისთვის, ტრაქტორები, ტექნიკა, რაც გვაქვს ხელმიუწვდომელია მათთვის. „პიონერის“ ჯიშის სიმინდზე გადასახადი ჩამოგვეწერა, მაგრამ ერთი კვირის წინ მოგვივიდა იმხელა გადასახადი, რასაც ვერ ვფარავთ.

 

5. გ. აგულაშვილი: მე მესმის, 9 წელი დიალოგი არ ყოფილა, დღეს არ იქნება ეს დროს საკმარისი პრობლემების გადასაჭრელად. ჩათვალეთ, რომ პროცესი დაიწყო. დღევანდელი შეხვედრა არ არის მხოლოდ შეხვედრისათვის. შევხვდებით კიდევ სხვა ფორმატში, უფრო დარგობრივი მიმართულებების მიხედვით და არა ასე მასშტაბურად.

 

6. ბ. გონაშვილი: მე რამდენიმე კონკრეტულ პრობლემებს მოგახსენებთ: 1. მიწის გადასახადი უნდა გახდეს რეალური, მის შემცირებას ვგულისხმობ; 2. ირიგაციას ეხება. ვერ მივიღებთ მოსავალს, თუ სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია არ მოხდა; 3. სურსათის უვნებლობაზე გეტყვით - ცხვრის ექსპორტი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში საქართველოდან აიკრძალა. ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს ყველასთვის და ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხვრის ექსპორტი საერთოდ შეჩერდება.

7. გ. აგულაშვილი: ჩემითხოვნაიქნება, კომიტეტს, წერილობრით მოგვაწოდოთ ინფორმაცია არსებული პრობლემების თაობაზე.

8. დ. შერვაშიძე: მოგახსენებთ, რომ ჩვენს ახალ ბიუჯეტში გავითვალისწინეთ გარკვეული სტრუქტურების ჩამოყალიბება, ზოგ რაიონში 5, ზოგში - 4, სამსახურების, საკონსულტაციო ცენტრების, რომელთა პირდაპირი ფუნქცია იქნება მოსახლეობის ინფორმირებულობა. ასევე, ვამზადებთ სერიოზულ საგაზაფხულო პროგრამას. გვაქვს ჩამოყალიბებული როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი საგაზაფხულო პერსპექტივები. მთავარი მიზანია,  რომ საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია იყოს კონკურენტუნარიანი, ქართულ ბაზარზე იყოს დიდი რაოდენობით ქართული პროდუქტი და ხელი შევუწყოთ იმ ქართული პროდუქციის წარმოებას, რომელსაც საექსპორტო პოტენციალი გააჩნია. კონკრეტული პროგრამები იქნება გაწერილი. ჩაიზეც შეგვიძლია საწარმოო პოტენციალის გაზრდა. წელს ეს არარეალურია, მაგრამ მომავალ წელს უნდა ვიმუშავოთ ჩაის რეაბილიტაციის პროგრამაზე.

კომიტეტის სხდომაზე გამომსვლელმა ფერმერებმა, მეწარმეებმა და მეცნიერებმა აგრარული სფეროს სხვადასხვა დარგში არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრეს (კერძოდ: მიწის გადასახადი, განათლება, ბაზრის დაცვა, საბანკო სექტორი, დაფინანსება და ა.შ), ხოლო დასასრულს, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - გიგლა აგულაშვილმა - გამოთქვა მზადყოფნა თანამშრომლობისთვის და იმედი, რომ კომიტეტის და მათი ერთობლივი ინიციატივები საბოლოო ჯამში ისეთ სახეს მიიღებს, რითაც შეიძლება არსებითად შეიცვალოს ვითარება აგრარულ სექტორში.

 

გადაწყვიტეს:

 

კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია - „აგრარულ სექტორში არსებული პრობლემებისა და მათი გადაწყვეტის გზების შესახებ“.

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                                                       . აგულაშვილი

 

სხდომის მდივანი:                                                                 . ქიტიაშვილი