პარლამენტის ბიუროს სხდომა | ბეჭდვა |
სამშაბათი, 06 აგვისტო 2013 15:13

პარლამენტი რიგგარეშე სესიის ფორმატში მუშაობას 6 და 7 აგვისტოს გააგრძელებს. ამის შესახებ დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. 
პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად, ბიუროს წევრებმა დღესვე კომიტეტის სხდომების გამართვის გადაწყვეტილება მიიღეს, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავს. ბიუროს გადაწყვეტილებით, აღნიშნული კანონპროექტი დღესვე ურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილება.
რიგგარეშე სესიის პლენარული სხდიმის დაწყებამდე ბიუროს წევრები კვლავ შეიკრიბებიან.

ბოლოს განახლდა სამშაბათი, 06 აგვისტო 2013 16:29