| ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა | | ბეჭდვა | |
| სამშაბათი, 06 აგვისტო 2013 16:38 |
|
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მართალია იზიარებს პარლამენტის წევრის, კობა დავითაშვილის მოსაზრებას საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის თაობაზე, მაგრამ მიიჩნევს, რომ დეპუტატის ინიციატივით წარმოდგენილ კანონპროექტში „ჯანმრთელობის საყოველთაო სოციალური დაზღვევის შესახებ“, რიგი საკითხები დასაზუსტებელია, დამუშავებას საჭიროებს, რის გამოც იგი კომიტეტმა არასაკმარისად მომზადებულად მიიჩნია. დავითაშვილის ინიციატივა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაზღვევის ფონდის დაარსებას გულისხმობს, რომლის დაფინანსება ფიზიკური პირის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის 1/3-ით, საბიუჯეტო დოტაციით, შემოწირულობებით განისაზღვრება. კობა დავითაშვილის მოსაზრებით, ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის ფონდში სამეთვალყურეო საბჭოს ხუთი წევრის არჩევა საკრებულოს არჩევნების დროს უნდა მოხდეს. დეპუტატის განმარტებით, კერძო სადაზღვევო კომპანიებს სახელმწიფო თანხები რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოერთვას და საყოვეთაო დაზღვევის ფონდში გადაინაცვლოს. |
| ბოლოს განახლდა სამშაბათი, 06 აგვისტო 2013 16:42 |






