ანგარიში “სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო თანამშრომლობის“ (SCPC) მეორე რაუნდის ჩატარების შესახებ | Print |
Tuesday, 06 August 2013 17:50

 

ეკა ქარდავა

 

ირინა ცერცვაძე

 

7-8 ივლისს, ქ. თბილისში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და ასოციაციის "ევროპის დროით" ინიციატივით გაიმართა "სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო თანამშრომლობის" (SCPC) მეორე ფაზა. ღონისძიების მხარდამჭერი იყო კონრად ადენაუერის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის საქართველოს ოფისი. 
ღონისძიება მიზნად ისახავდა საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პარლამენტების იმ საჯარო მოხელეთა დაახლოებასა და ცოდნის ამაღლებას, რომლებიც მუშაობენ ევროინტეგრაციულ, კერძოდ, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის საკითხებზე.
"სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო თანამშრომლობის" მეორე ფაზა გახსნეს და მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს:
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ;

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა;

- კონრად ადენაუერის პოლიტიკური პარტიებისა და რეგიონალური კოოპერაციის პროექტის კოორდინატორმა შორენა ღარიბაშვილმა;
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მთავარმა სპეციალისტმა, ასოციაციის "ევროპის დროით" თავმჯდომარემ ეკატერინე ქარდავამ.

სემინარს ესწრებოდნენ:
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წამყვანი სპეციალსიტი, ასოციაციის „ევროპის დროით“ აღმასრულებელი დირექტორი ირინა ცერცვაძე;
- საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე;
- ექსპერტი; სტრატეგიული და საერთაშორისო სწავლების საქართველოს ფონდში (GFSIS) ევროპული სწავლების პროექტის დირექოტრი კახა გოგოლაშვილი;
- საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მიხეილ კორძახია.
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის მრჩეველი რევაზ ჩხეიძე;
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების აპარატის წარმომადგენლები:
თამარა დვალაძე - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსი;
თამთა ჭუმბურიძე - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი;
თეკლე ბორაშვილი - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წამყვანის სპეციალისტი;
ირინა წულუკიძე - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი.
საბა ფიფია - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი.
აზერბაიჯანის პარლამენტის წარმომადგენლები:
ბაბეკ აგაევ - ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანის დელეგაციის მდივანი, მრჩეველი.
რაჰიმ ახუნდოვ - საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი;
ფარიდ ჰაჯიევ - საპროტოკოლო განყოფილების უფროსი მრჩეველი.
ვუგარ მამადოვ - ევროპული ინტეგრაციის სამსახურის მრჩეველი.
სომხეთის პარლამენტის წარმომადგენლები:
კარინე შიმშირიან - საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში სომხეთის პარლამენტის დელეგაციის მდივანი;
ჰერმინე მესპორიან - ექსპერტი; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თანამშრომელი;
მერი ვარდანიან - საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომელი, ევროპასთან ინტეგრაციისა და პარლამენტთაშორისო ურთიერთობების განყოფილების მთავარი სპეციალისტი.

სემინარის პირველ დღეს, 7 ივლისს, გაკეთდა შემდეგი პრეზენტაციები:
1.ვიქტორ დოლიძე - აღმოსავლეთ პარტნიორობა და ღრმა და ყოველისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება - ინსტრუმენტი ღრმა ინტეგრაციისთვის ევროკავშირში და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ურთიერთდამოკიდებულების გაზრდისთვის; პარლამენტის როლი.
2.კახა გოგოლაშვილი:
ა) DCFTA და FTA - პრაქტიკა და სამართლებრივი რეგულირება ევროკავშირში; FTA დან DCFTA-მდე; DCFTA ის მნიშვნელობა; სარგებლიანობა ევროკავშირისთვის და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებისთვის.
ბ) თავისუფალი ვაჭრობის არსი და ევროკავშირის განვითარების ეკონომიკური მიმართულებები; საერთო ბაზრის ფუნქციონირების პრინციპები; WTO; GSP ;
გ) DCFTA-ის პრიორიტეტული სფეროები; განვითარების დონეები; კონკურენციის პოლიტიკა, სურსათის უვნებლობა; ტექნიკური რეგლამენტები.

სემინარის მეორე დღეს, 8 ივლისს გაკეთდა შემდეგი პრეზენტაციები:
1.მიხეილ კორძახია - DCFTA ადგილობრივი ბიზნესისთვის, ფერმერებისთვის (კონკურენციის პოლიტიკა, ვაჭრობა, სურსათისა და პროდუქტის უვნებლობა).
2.მადონა კოიძე - DCFTA
3.რევაზ ჩხეიძე – DCFTA თან დაკავშირებით საქართველოს პროგრესი: პარლამენტის როლი; კონკურენციის პოლიტიკა და სამართლებრივი რეგულირება; სურსათის უვნებლობა და პროდუქტის უსაფრთხოება და სამართლებრივი რეგულირება; მიმდინარე აქტივობებიდა მომავალი პერსპექტივები.

4.აზერბაიჯანის პარლამენტის საჯარო მოხელეები - DCFTA-თან დაკავშირებით ქვეყნის პროგრესი: პარლამენტის როლი; კონკურენციის პოლიტიკა და სამართლებრივი რეგულირება; სურსათის უვნებლობა და პროდუქტის უსაფრთხოება და სამართლებრივი რეგულირება; მიმდინარე აქტივობები და მომავალი პერსპექტივები.

5.სომხეთის პარლამენტის საჯარო მოხელეები - DCFTA-თან დაკავშირებით ქვეყნის პროგრესი: პარლამენტის როლი; კონკურენციის პოლიტიკა და სამართლებრივი რეგულირება; სურსათის უვნებლობა და პროდუქტის უსაფრთხოება და სამართლებრივი რეგულირება; მიმდინარე აქტივობები და მომავალი პერსპექტივები.

სემინარის მონაწილეებმა გამოხატეს დიდი დაინტერესება წარმოდგენილი პრეზენტაციებისადმი, რაც გამოიხატა მათი მხრიდან დასმულ შეკითხვებსა და გამართულ პოლემიკაში.
მხარეებმა გამოხატეს სურვილი, რომ გაგრძელდეს აღნიშნულ ფორმატში ურთიერთობები, რამეთუ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივისა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების კოოპერაციას აქვს მნიშვნელოვანი დატვირთვა მთელ რიგ საკითხებზე ეფექტური გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით. საჯარო მოხელეთა კოორდინაციას კი შეუძლია ხელი შეუწყოს პროცესს. ასევე, დადგა წინადადება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ფორმატი გაფართოვდეს და მან მოიცვას დანარჩენი აღმოსავლეთ პარნტიორი ქვეყნები.
ღონისძიების მონაწილეებისთვის გაიმართა 3 ოფიციალური ვახშამი (2 კონრად ადენაუერის ფონდის სახელით, 1 - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ვიქტორ დოლიძის სახელით).
უნდა აღინშნოს, რომ SCPC ტარდება მეორედ. პირველი შეხვედრა გაიმართა შარშან, 2012 წლის აპრილში, სადაც საჯარო მოხელეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარ ქვეყნებში ევროინტეგრაციული პროცესების დინამიკისა და განვითარების შესახებ ინფორმაცია. წლევანდელი ღონისძიების თემატიკა (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება (DCFTA) მასში შემავალი პრიორიტეტული სფეროები - კონკურენცია, სურსათის უვნებლობა, ტექნიკური რეგლამენტები და მომხმარებელთა უფლებების დაცვა) დაკავშირებული იყო ევროკავშირთან ინტეგრაციის პოლიტიკის ყველაზე პრიორიტეტულ საკითხებთან.