| ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე გეგუთის კოლონიის პატიმრებს შეხვდნენ | | ბეჭდვა | |
| ოთხშაბათი, 07 აგვისტო 2013 11:26 |
|
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე 23 მაისს გარდაცვლილი პატიმრის, ლევან კორტავას საქმის დეტალების შესწავლის და კომიტეტის შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით, გეგუთის კოლონიაში ფაქტის თვითმხილველ მსჯავრდებულებს შეხვდნენ. „ 2 მსჯავრდებული, რომელიც გამოძიების ვერსიით დანაშაულში მონაწილეები არიან და რომელთაც დღეს ვესაუბრე, აცხადებენ, რომ დანაშაული არ ჩაუდენიათ. ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამენ. მათივე გადმოცემით, იმ პირებიდან, რომლებიც პასუხისგებაში არიან მიცემული და ქუთაისის ციხეში არიან გადაყვანილი, 2 პირი დანაშაულში არ მონაწილეობდა. შემაჯამებელი დასკვნის გაკეთებამდე კიდევ ბევრი საკითხი არის გადასამოწმებელი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. |
| ბოლოს განახლდა სამშაბათი, 13 აგვისტო 2013 21:22 |






